„ოპოზიცია არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. თუ გუნდში პრობლემაა, ესევე პრობლემაა მთლიანად პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ჩვენ აქაც ღარიბები ვართ, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასევე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საზოგადოებას ისევ თეთრსა და შავს შორის არჩევანის გაკეთება უწევს , რაც ცუდია. მისივე თქმით, ამის ხარჯზე თითქოს პარაზიტობს „ქართული ოცნებაც“ რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობას უპირისპირდება.
„ის, რომ თეთრსა და შავს შორის ხდება ჯერ კიდევ არჩევანი, ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი და ესეც უნდა მოვახერხოთ, ესეც უნდა მოხდეს. მე ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი და ეს არც შეიძლება, მე ერთი გუნდის წევრი ვარ. რა თქმა უნდა, იმ გუნდთან გავაგრძელებ. ეს უნდა მოახერხოს ისევ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ქონდა კონსტრუქციული ოპონირება, რის გამოც მივიღეთ ის შედეგი.
„ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეჭვი გააჩინა საზოგადოებასთან, რომ ეს მისი გუნდია თუ არა, ამისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ არაკონსტრუქციული ოპონირება, არასწორი კრიტიკა გახლავთ. ამან, კიდევ უფრო, გაანებივრა გუნდი. რომ ნახეს, რომ ყველაფერზე თეთრზე შავს იძახის დღევანდელი ძირითადი ოპონენტი და ის ძალაა რა ძალაც არის და კარგად მოგეხსენებათ. იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ანებივრებს და საშუალებას აძლევს მმართველ ძალას და გუნდს რომ დაუშვას შეცდომები და განვითარდა ის რაც კლასიკურად ვითარდება“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ოპონენტი არ ჰყავს, შიდა გუნდის დაშლა იწყება და „ქართულ ოცნებაში“ სწორედეს პროცესი იყო დაწყებული.
praimnevs.ge