როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი?

საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით მეორე ადგილზეა იტალია, მას მოჰყვება საბერძნეთი, ამერიკა, ისრაელი და თურქეთი. ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობაა. რაც შეეხება ფულად გადარიცხვებს, აქ პირველ პოზიციაზე რუსეთია, მეორე ადგილზეა თურქეთი, მას მოჰყვება უკრაინა, აზერბაიჯანი და საბერძნეთი. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 1 292 545 200 დოლარი გადმოირიცხა, რაც 173,5 მლნ დოლარით, ანუ 15%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთიდან 1 119 015 000 დოლარი გადმოირიცხა. რაც შეეხება საქართველოდან გზავნილებს, აქაც ზრდა აღირიცხა. თუ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 168 981 300 დოლარი გადაირიცხა, წელს 10 თვეში ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 188 072 300 დოლარი გავიდა.

ბოლო წლების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 2015 წელს საქართველოში 1 079 952 100 დოლარი გადმოირიცხა, 2016 წელს _ 1 151 236 200 დოლარი, 2017 წელს კი ფულადი გზავნილების მოცულობამ 1 379 462 500 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გადარიცხვებს, 2015 წელს ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 170 843 800 დოლარი გადაირიცხა, 2016 წელს _ 194 026 800 დოლარი, 2017 წელს კი  208 678 200 დოლარი გავიდა. სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარზე 20-მდე საფინანსო სისტემა მოქმედებს, მათი უმრავლესობა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშია ინტეგრირებული.

ფულადი გზავნილების მთლიან ბრუნვაში ბაზრის ლიდერია Zolotaia Korona, წელს 10 თვეში ამ სისტემით განხორციელებულმა გზავნილებმა მთლიანი გზავნილების 21% შეადგინა, მეორე პოზიციაზეა  Western Union-ი (17%-ით), ხოლო მესამეზე _ Unistream-ი (8,9%-ით).
გაზეთი საქართველო და მსოფლიო