გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას“: ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას“: ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დედაქალაქში ახალი ბილბორდების გამოჩენას ეხმაურება.

„რა ბილბორდებიც არ უნდა გამოკიდონ თბილისში ან საქართველოში, ეს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ გაჭირვებას და პოლიტიკურ სასოწარკვეთას ვერანაირად ვერ უშველის. ამ კამპანიის განმავლობაში ე.წ. ქართულმა ოცნებამ და მისმა მამამთავარმა ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი – ე.წ. ქართული ოცნება გაერთიანებულ ოპოზიციას კი არ ებრძვის, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კი არ აგებს ამ კამპანიას, საქართველოს მოქალაქესთან აგებს. ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში”, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თბილისში ახალი ბანერები სახელწოდებით, „არა ნაცებს! არა ბოროტებას!” გამოჩნდა.
Guardian.ge