დავით ზალკალიანი: ბევრი ფიქრობს რომ საქართველოს ევროკავშრში წევრობა ილუზიაა, ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნებას ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს და მას უფრო თავისუფალს ხდის, მატებს ენერგიას და ძალას რომ ეს ოცნება რეალობად აქციოს

ბევრი მიზეზის გამო საქართველო სახელდება მოწინავე ქვეყნად და წარმატების მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიტორბის ფორმატში. საქრათველომ მართლაც დიდი პროგრესი განიცადა. ქრთველი ხალხი მუდმივად მხარს უჭერდა და იცავდა დემოკრატიას, თავსიუფლებას, პროგრესს. ის ამოცანები რაც ქვეყანამ ამ სამი მიმართულებით დაისახა რთულად მიღწევადი იქნებოდა ევროკავშირის დახმარების და აღმოსვალეთ პარტნიორობის ფორმატის გარეშე. ბევრი ფიქრობს რომ საქართველოს ევროკავშრში წევრობა ილუზიაა, ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნებას ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს და მას უფრო თავისუფალს ხდის, მატებს ენერგიას და ძალას რომ ეს ოცნება რეალობად აქციოს” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სხვა საკითხებტან ერთად ვრცლად ისაუბრა საქრატველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე და ასევე 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოზგე.
მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო ემსახურებოდა ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას და პრაქტიკული და ფუნქციონალური კავშირების გაღრმავებას. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მან საქართველოს მეირ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხთან დაკავშირებით მიიღო. მან მადლობა გადაუხადა ევროპარალემნტარებს საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის. მისი თქმით ასოცირების შეთანხმების იმპელემტაცია მართლაც არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ გზაზე საქართველოს მართლაც აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები.
„ჩვენი მოკლე და საშალოვადიანი ამოცანაა თანდათანაობით დავუახლოვდეთ ევროკავშირს სტანდარტებს საკანონმდებლო, ეკონომიკური, საბაზრო ჰარმონიზაციის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენ თანამშრომლობა კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. მომავალ წელს ჩვენ ავღნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. მიმაჩნია რომ ახლა არის დრო იმისათვის, რომ გადავხედოთ წარსულს და გავაანალიზოთ როგორც წარმატებები, ასევე ხარვეზები და ვიფიქროთ თუ როგორ მოვახდინოთ წარმატების კონსოლიდაცია. აღმოსავლთ პარტნიორობა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა, მისმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა საქარტველო თანამსრომლობის შსახებ შეთანხმებიდან, ასოცირების შსახებ შეთანხმებაზე გადასულიყო. დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში და ამ გადაწყვეტილებას ქონდა როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური დატვირთვა” -განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სწორედ აღმოსვალეთ პარტნიორბის 10 წლისთავს მიეზღვნება ბათუმის კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო წუყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ურთულეს ვითარებაზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქრათველოს სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაციის პროცესში. მისი განცხადებით, ფახაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაიქცნენ ადგილებად, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და მოსახლეობა მუდმივად არასტაბიულურ გარემოში ცხვორობს. ეს განცდა კიდევ უფრო მძაფრდება ადამიანების სასტიკი წამებისა და მკვლელობის ფაქტებით, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. მოსახლეობა გაყოფილია ხელოვნური ბარიერებით, ადგილობრივები მოკლებულნი არიან გადაადგილების, საკუთარი კარმიდამოებზე წვდომის უფლებას.
„რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგები დაუძლეველი იქნა მტკიცე საერთაშორისო მხარადჭერის გარეშე. ერთადერთი გზა პოზიტიური ძვრები მოვახდინოთ ადგილზე გახლავთ ის რომ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იდგეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხი. ამასთან ჩვენ მივმართავთ ძალისხმევას ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისთვის. ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა სწორედ რომ ემსახურება ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯბესებას იმ ადამიანებისთვის ვინც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონსი”-განაცახდა ზალკაინამ.
ევროპარალმენტის საგრეო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა სევე უპასუხა ევროპარლამენტარების შეკითხვებს, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარო პოლიტიკის საკითხებზე.
kvira.ge