ჟურნალისტი ლალი მოროშკინა 30 ნოემბერს სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებას აპირებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით დიდი ოდენობის თანხის დატაცება-მითვისებას ეხება.

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა 30 ნოემბერს სკანდალური ინფორმაციის გაჟღერებას აპირებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით დიდი ოდენობის თანხის დატაცება-მითვისებას ეხება. 

“2020NEWS”-თვის ცნობილი გახდა, თუ რა სკანდალურ ინფორმაციას ფლობს ჟურნალისტი. სკანდალი იმდენად ხმაურიანია, რომ ლალი მოროშკინას საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა. 

“არჩევნებამდე კონკრეტულად არაფრის თქმა არ მინდა. 30 ნოემბერს ვიტყვი ყველაფერს. ძალიან სკანდალური თემაა. საქმე ეხება დიდი ოდენობის თანხების მიტაცება-მითვისებას ბიძინა ივანიშვილის სახელით. ვფლობ შესაბამის დოკუმენტაციას”, – განუცხადა “2020NEWS”-ს ლალი მოროშკინამ. 

ჟურნალისტი დიდ დროს უცხოეთში ატარებს და ამას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვით ხსნის. 
“ხშირად ვიმყოფები საზღვარგარეთ, რადგან, დოკუმენტები, რომელიც ხელში მიჭირავს, იმდენად სკანდალურია, რომ შესაძლოა, ჩემს ლიკვიდაციაზეც კი იფიქრონ იმ პირებმა, ვის დასახელებასაც ვაპირებ”, – განუცხადა “2020NEWS”-ს ლალი მოროშკინამ. 

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ლალი მაროშკინამ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს მიმართა და დაპირდა, რომ მის უახლოესი გარემოცვიდან გამოავლეს იმ ადამიანების ვინაობას, რომლებიც ფულის მონები არიან. ვინ არიან ეს ფულის მონები, ამას საზოგადოება 30 ნოემბერს შეიტყობს. 

“28 ნოემბრიდან, ჩვენი მოგების შემდეგ, მხილებების კვირეული იწყება. ბატონო ბიძინა, პირადად მე გამოგიგზავნეთ უტყუარი მასალები მოღალატე, ფულის მონა მოძალადეებზე, რომლებიც თქვენი უახლოესი გარემოცვიდან იყვნენ. ასევე, 2014 წელს სასჯელაღსრულებაში პრემიებზე და დარბაისელის უმსგავსობებზე, რის მერეც თქვენ სტრასბურგიდან დამაბრუნეთ და დამპირდით, რომ ეს აღარ განმეორდებოდა! – განმეორდა უარესი მასშტაბით! ასე რომ ახალი, მსუყე თავი გაგორდება. ამ ოქრო ადამიანის გამო ვინარჩუნებ დუმილს, 28-ის მერე დავყრი თავებს. ბატონო ბიძინა, კიდევ ბევრ არასასიამოვნო ამბებს მოგიყვებით, თქვენი უახლოესი გარემოცვიდან, მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის, ჯერ არჩევნები მოვიგოთ“, – წერს ლალი მაროშკინა.2020nevs.ge