თბილისში რუსული ფესტივალი „პაემანი – კინორომანი“გრძელდება. მართალია, საქართველოში არშემოშვებულირამდენიმე მონაწილის გარეშე

თბილისში რუსული ფესტივალი „პაემანი – კინორომანი“გრძელდება. მართალია, საქართველოში არშემოშვებულირამდენიმე მონაწილის გარეშე,მაგრამ მაინც. ხვალ ბოლო დღეა ღონისძიებისა, რომლის მიზნად ოფიციალურად “დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოშირუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება და ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცებაა”დასახელებული, საინფორმაციოპარტნიორად კი – კრემლის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებად მიჩნეული საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik”-ი.

 

რუსმა ხელოვანებმა“შეგვინდეს”, რუსულმა პოლიტიკამ – არა?

დღეს, დღის პირველ ნახევარში„Sputnik”-მა ფესტივალზე მოწვეულ, თუმცა 21 ნოემბერს საქართველოში არშემოშვებულ რუს სტუმრებთან მოკლე ინტერვიუები გამოაქვეყნა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პოლიტიკასთან საერთო არაფერიჰქონდათ, ქართველებს გუშინდელ საქციელს “მიუტევებდნენ” და ჰპირდებოდნენ, რომ “გულში წყენას არ დაიტოვებდნენ”.

ამავე დროს, იმის პირობას, რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონს აღარ დაარღვევდნენ, რუსი ხელოვანები არ იძლეოდნენ, პირიქით, განაცხადეს, “[ოკუპირებულ ტერიტორიებზე]ჩავსულვართ და კიდევ ჩავალთო”.

„მინდა, მადლობა გადავუხადოქართულ აუდიტორიას: გუშინ მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, როდესაც რუსეთის მშვიდობიანი, ყველაზე მხიარული და მზიანი რეჟისორი და პროდიუსერი ბორის გრაჩევსკი,ასევე მე, რომელიც ვაღმერთებ საქართველოს, რომლისთვისაცსაქართველო დიდი კულტურის სამშობლოა, არ შეგვიშვეს ქვეყანაში, ქართველმა მაყურებელმა ჩვენს ფესტივალს მხარი დაუჭირა. ღონისძიებისგახსნაზე კინოს სახლის სავსე დარბაზი ტაშს უკრავდა რუს მსახიობებს, რეჟისორებსა და კინემატოგრაფისტებს.ცერემონიაზე გამოვიდნენ ცნობილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი კვირიკაძე, რომლის შემოქმედება აკავშირებს საქართველოსა და რუსეთის ხალხებს, მისი ერთ-ერთი სურათის გმირი, მსახიობი და მომღერალი ელგუჯა ბურდული, ასევე მომღერალი და პოეტი ვაზგენ ოგანესიანი, რომელმაც თავისი გამოსვლა დაიწყო სიმღერით „ყვავილების ქვეყანა“. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მივიდნენ ცერემონიაზე და თბილი სიტყვებით გაიხსენეს ჩვენი მეგობრობა და შემოქმედება. ფესტივალის გახსნაზე შედგა ალექსანდრ შეინის ფილმ „ვმაიაკოვსკის“ (ВМаяковский) პრემიერაც, რომლის გმირი წერდა: „როგორც კი ფეხი დავდგი კავკასიის მიწაზე, მყისვე გამახსენდა, რომ ქართველი ვარ…“ ეს იყო საქართველოსა და რუსეთის ამაყი შვილი და დიდი პოეტი. გუშინ მის სამშობლოში, საქართველოში მის შესახებ ფილმის პრემიერა ვაჩვენეთ. დღე, რომელიც გაუგებრობით დაიწყო, დასრულდა ჩვენი მეგობრობის ტრიუმფით და ჩვენი კულტურის ერთიანობით“, –განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების დამაარსებელმა დაგენერალურმა პროდიუსერმავლადიმირ პიროჟოკმა.

ვლადიმირ პიროჟოკი

 

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირასაქართველოში არშემოშვებულმაკიდევ ერთმა რუსმა სტუმარმა – საბავშვო კინოჟურნალ “ერალაშის” დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ბორის გრაჩევსკიმაც.

“ჩემი მონაწილეობა ფესტივალში აბსოლუტურად უსასყიდლო იყო.საქართველოში მეუღლესთან ერთად პირველად მოვდიოდით, დიდხანს და გულდასმით ვემზადებოდით. გვსურდა, ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი გაგვეოცებინა ახალი კლიპის პრემიერით.გამომგზავრებამდე, საღამოს “ერალაშის” სრულიად ახალ პროგრამას ვაწყობდით. დაგეგმილი გვქონდა უამრავი შეხვედრა –მშობლებთან და ბავშვებთან.ამიტომაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაგვწყდა გული. საქმე დროის დაკარგვაშიც კი არ არის – ერთი დღე დავკარგეთ, მერე რა? საქმე იმაშია, რომ მშვიდობიანი ზრახვებით მოვდიოდით, ხელოვნება მოგვქონდა, ღია გული, შედეგი კი ასეთი მივიღეთ… ჩემს თავს მშვიდობის ელჩად ვთვლი, ჩემს ხელში მხოლოდ კინოა, ხელოვნება, პოლიტიკით კი არასოდეს არანაირი სახით ვყოფილვარ დაკავებული, ძალიან შორს ვარ მისგან. თავშიც არ მომსვლია, რომ ასე მოხდებოდა. როცა მეძახიან, ვდგები და მივდივარ – არ ვფიქრობ იმაზე, ვისთან ჩავიდე, ვისთან – არა. ამიტომაც გული მწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ სასიკვდილო არაფერია. რას ვიზამთ? საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და როგორც თვლის საჭიროდ, ისე იქცევა. თანაც, კიდევ საკითხავია, ვის მეტი დააკლდა – მე, თუ მათ, ვისთანაც არ მიმიშვეს, რადგან ჩემი პირველი ნაბიჯებიც კი აეროპორტში გასაოცრად სასიამოვნო იყო: სასაზღვრო კონტროლის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალბატონები გვიღიმოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ მათი შვილებიც უყურებენ “ერალაშს”. აი, ეს იყო ძვირფასი და მნიშვნელოვანი”, – უამბო „Sputnik-საქართველოს“ რეჟისორმა,რომელსაც მეუღლესთან ერთად “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი ჰქონდა დარღვეული და მათი საქართველოში არშემოშვების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ესდასახელდა.

ბორის გრაჩევსკი მეუღლესთან ერთად

 

“მზად ვარ, ისევ ჩავიდე აფხაზეთში”

 

გრაჩევსკის “ერალაში” ჩემი ბავშვობაცაა, სასიამოვნო მოგონება, ამიტომაც როცა “სპუტნიკის” ვებ-გვერდზე მისი ფოტო ვიხილე, თავი იმაზე დავიჭირე, რომ სახეზე ღიმილი მქონდა გამოსახული.

მოგვიანებით, იმ ამბის შეტყობის შემდეგ, რომ გრაჩევსკი საქართველოში არ შემოუშვეს, ერთგვარი უხერხულობაც ვიგრძენი, რაღა დაგიმალოთ, – ჩემს მეხსიერებაში ხომ ეს ადამიანი მხოლოდ დადებითთან ასოცირდებოდა და მაინცდამაინც მას რატომ არ უნდა შეჰხებოდა ის სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ხშირად ვამაყობთ ქართველები? – გამიელვა.

მერე არშემოშვების მიზეზი შევიტყვე: გასულ წელს გრაჩევსკიმეუღლესთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთშია ნამყოფი.

ერთი გაფიქრება მაინც ვიფიქრე, კაცი ხელოვანია, სად – ეგ, სად – “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ქართული კანონი, მის შესახებ ალბათ, აქამდე არც სმენია-მეთქი… თუმცა როცა ამ საკითხზე თავად გრაჩევსკის მოსაზრება წავიკითხე, ბავშვობის მოგონებები აორთქლდა და მყისიერად რეალობაში დაბვრუნდი.

კითხვაზე, ჩავიდოდა თუ არააფხაზეთში, რომ სცოდნოდა, რომ ამის შემდეგ საქართველოში აღარ შეუშვებდნენ, რუსმა სტუმარმაგანაცხადა: “მე ადამიანებთან ჩავდივარ და არა რაღაც პოლიტიკურ ღონისძიებებზე, მათთან, ვისაც ჩემი ხილვა სურს და უხარია. მზად ვარ, ისევ ჩავიდე აფხაზეთში. ალბათ, ახლაც ჩავალო”…

 

პიროჟოკის “სახელოვნებო” სამაგიერო თბილისს: შემდეგი ფესტივალი – სოხუმში

 

დღის ბოლოსთვის კი “ხელოვანის” ნიღაბი მედგრად ჩამოიხსნა ფესტივალის ორგანიზატორმა ვლადიმირ პიროჟოკმაც – მე კი გაპატიეთ ქართველებს, მაგრამ რუსული პოლიტიკა ვერ გაპატიებთო – და ისევ იმ “სპუტნიკს” განუცხადა, რომ შემდეგი ფესტივალი არა სადმე, არამედ სოხუმში ჩატარდება, თანაც არა სადმე, არამედ “საბრძოლო დიდების მუზეუმში”:

“მინდა, გავაწბილო ისინი, ვინც განიზრახა, შეეჩერებინა ჩვენი ფესტივალის “პაემანი რუსეთთან. პაემანი მოსკოვთან” მოძრაობა. 27ნოემბერს სოხუმში, ვლადისლავ არძინბას სახელობის საბრძოლო დიდების მუზეუმში ვხსნით ამ ფესტივალს. ვიწვევთ ჩვენს საყვარელ აფხაზებს ღონისძიებაზე, რომელიც სამ დღეს გაგრძელდებაო […]”. 

ირაკლი კვირიკაძე -ანტისაოკუპაციო სტიკერზე: “მესმის, თუმცა არ მსიამოვნებს”

 

სოხუმი და ცხინვალი არ უღიარებია, თუმცა არც რუსული ოკუპაციის საჯაროდ დაგმობა ისურვა ერთ-ერთმა მოსკოველმა სტუმარმა,რომელმაც ქვეყანაში შემოაღწია – წარმოშობით ქართველმა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთში მცხოვრებმა რეჟისორმაირაკლი კვირიკაძემ.
accent.com.ge