როგორც ჩვენი მედია სააგენტოსთვის გახდა ცნობილი ირანის მოქალაქემ: შაჰრან ბარაეისმა ერთ-ერთი კლუბის მოლარე ქალბატონს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა , მხოლოდ იმის ნიადაგზე , რომ მან ქართულად ვერ გაიგო მოლარის საუბარი. რამაც კლუბის დაცვა და მისი პერსონალი უკიდურესად გააღიზიანა და მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ჩხუბის დამწყებმა თავადვე გამოიძახა პოლიცია, თუმცა სანდო წყაროს ინფორმაციით სამართალდამცავებმა კლუბის კამერები არ ამოიღეს და არ დაინტერესდნენ იმ ირანის მოქალაქით, რომელიც ბარიგობს და ეწევა უკანონო საქმიანობებს, შემდეგ კი ინტრიგნობს და თავი მამა აბრამის ბატკნად მოაქვს. ეს ინციდენტი სამწუხაროდ ერთ-ერთმა მთავარმა მედიამ მხოლოდ ერთი მხარის ჩაწერით გააშუქა და არ უხსენებია კონფლიქტის მთავარი მიზეზი. უსაფუძვლო ბრალდებებით და უსამართლობის განცდის შედეგად დაზარალებული მეორე მხარე, ანუ კლუბის ადმინისტრაცია ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და სამართალდამცავებისგან მოითხოვს მათი კამერების ამოღებას და სიმართლის დადგენას, რაშიც როგორც მიუკერძოვებელ და ობიექტურ მედიას გვთხოვს დახმარებას, რომ შემდეგში ყველა ქვეყნის მოქალაქემ დაიცვას კანონის უზენაესობა და დამნაშავეს აღარ უნდა ჰქონდეს დაუსჯელობის სინდრომის განცდა. ჩვენმა ჟურნალისტმა მოახერხა კლუბის მენეჯერი ქალბატონის ჩაწერაც, რომელმაც დაგვიდასტურა ზემოთ ხსენებული ფაქტი და მოითხოვა სიმართლის დადგენის მიზნით მათი კლუბის ვიდეო კამერების ჩანაწერის ამოღება. კომფიდენციალურობის გამო ამ ეტაპზე არ ვასახელებთ მენეჯერი ქალბატონის ვინაობას.
