ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს ღია წერილით მიმართავს:

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს ღია წერილით მიმართავს:

 „ღია წერილი მალხაზ ვახა მაჩილაკიშვილ ტემირლოვს! ბატონომალხაზ, მე გწერთ ქართველი ქალი,დედა , ქალი რომელიცღირსეულმა კაცმა გამზარდა,მასწავლა სიკეთისკეთება,მეგობრისათვის თავგანწირვა,გაჭირვებულის გვერდითდგომა,გამზარდა ვაჟკაცად და ბარე ბევრმა დაიტრაბახოს ჩემსავით კაცურად ცხოვრება!

მე მარტომ გავზარდე ღირსეული ქართველი შვილი,რომელსაც არასდროს შერცხვება რომ ნინო ჯღარკავასშვილია. საქართველოში არ არის კუთხე, სადაც თითო ოჯახი მაინც არ იყოს ჩემი მადლიერი. მთელი ცხოვრებაუსამართლობასთან ბრძოლას შევალიე, არასდროს მთავრობების იმედად არ ვყოფილვარ, არასდროსარცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მეგობრების გამო კი სიცოცხლეს გავწირავ.

პანკისში ცხოვრობენ ყველაზე ვაჟკაცი კაცები, კაცები, რომლებიც დედას, ცოლს,ქალს არასდროს მიაყენებენშეურაცხყოფას. თქვენ დღეს მთელი პანკისი შეარცხვინეთ, მე,ქართველ ქალს მიწოდეთ ნაძირალა,იმიტომრომ ჩემი მეგობრის შვილები და შვილიშვილები დავიცავი ,როცა მათ განადგურებით დაემუქრეთ. მე მყავსმეგობრების დიდი არმია, კაცების, რომლებიც ჩემს გამო ნახევარ საქართველოს შეებმებიან, რადგან მათთვისაცმე საუკეთესო მეგობარი ვარ. ძმაკაცის გამო ღამის 4 საათზე 9 მთას გადავივლი რკინისქალამნებით,ღირსეულად გამზარდეს მე და არასდროს არავის ცოდვა კისერზე დამიდია,ქათამიც კი არდამიკლავს.

შენი ძმადნაფიცები ჩემი მეგობრებია, გეკითხათ მაინც ვინმესთვის როცა კლავიატურის ლომად იქეცით და ქალსსოციალური ქსელით პოსტებს მიძღვნით,ეს რა ვაჟკცობაა?

მე არ მეშინია კამერების, ჩამწერების გარეშე მოვალ ,შეგხვდები, ჩამხედე თვალებში და მითხარი რატომ ვარნაძირალა და კანიბალი.

მე ჩამესვლება პანკისში,მე შევხვდები თქვენს უხუცესებს და მათ შეაფასონ პანკისელი კაცის ქმედება! დღესმთელ პანკისს თავი მოჭერი, ამ არაკაცური ქმედებით. ბოდიშის მოხდაც კაცობაა და ამის შანსიც გაქვთ.

დიახ მე ვარ ღირსეული დედა,ღირსეული ქართველი და მე მაქვს ჩემი სამართალი,ღმერთისა და ალაჰისწინაშე მართალი ვარ და მართალ კაცს არც ტყვიის ეშინია და არც ვინმეს ზურგს ამოეფარება! დამირეკე, თუგაქვს კაცობა და ქალს პირში მომაყენე ის შეურაცხყოფა, რაც აქ სოციალურ ქსელში იკადრე! აფურუუმპანკისელო კაცო! მე არავის და არაფრის მეშინია!შენ კი ქართველი ქალის შეურაცხყოფისთვის პასუხი შენმაუხუცესებმა მოგთხოვონ!“

ჟურნალისტი ფეისბუკის პირად გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილის  მისთვის მიძღვნილ პოსტსაც აქვეყნებს, რომელმაც შვილმკვდარი მამისთვის ღია წერილით მიმართვა გადააწყვეტინა.
Nevsmedia.ge