საიდან მომდინარეობს გორჯესტანების გვარი?

ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანების ნათესავი მაია გუგუშვილი იმ ამბავს ყვება, თუ როგორ მოხვდა გუგუშვილების ოჯახი ირანში:
„მათთვის, ვინც მონდომებულია დაარწმუნოს საზოგადოება, რომ თეიმურაზ გორჯესტანი არის სპარსელი, გაგაცნობთ თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების გვარის ისტორიას. ისტორია კი ასეთია:

მე-20 -ე საუკუნის დასაწყისში ძუკუ გუგუშვილი სხვა ქართველებთან ერთად, ირანში სამუშაოდ გაემგზავრა. საქართველოს გასაბჭოების გამო სამშობლოში აღარ დაბრუნდა და თეირანში დარჩა საცხოვრებლად. რადგან მას უფლება არ მისცეს გვარის შენარჩუნების, 
აიღო გვარი გორჯესტანი, ანუ საქართველოდან. ასე გახდნენ ძუკუ გუგუშვილის შვილები-დიმიტრი და კოკი გორჯესტანები.  სწორედ კოკი გორჯესტანია თეიმურაზის და ქეთევანის მამა..  კოკი ვაშინგტონში,  მსოფლიო ბანკში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოსტზე მუშაობდა და დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. ის არის ეკონომისტი. 1990-იან წლებში ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს სწორედ მისი ავტორობით შეიქმნა საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური პროგრამა, რომლის განხორციელებაც სამწუხაროდ, არ დასცალდა საქართველოს ეროვნულ მთავრობას. 
geotimes.ge. alia.ge