„მე არ ვიცი, არჩევნების ასეთიტოტალური გაყალბების, უსაზღვროდა ბრუტალური ძალადობის, ადმინისტრციული რესურსის ქვეყნისისტორიაში ყველაზე ფართოგამოყენების, ათეულობით ათასიყალბი პირადობის მოწმობისდაბეჭდვის, ამომრჩეველთაუპრეცედენტოდ მასობრივიმოსყიდვისა და ყალბისოციოლოგიის მეშვეობითგაყალბებული შედეგისპრაქტიკულად წინასწარ დაანონსება-შემზადების ფონზე, რას უნდაველოდოთ არჩევნების მეორეტურისგან?
არასდროს, არაფერს მსგავსსსაქართველოში ადგილი არ ქონია. შევარდნაძის ოქმების გადაწერისადა ბიულეტენების ჩაყრის ეპოქა, ამასთან შედარებით, სახლობანასთამაშია.
ტოტალიტარიზმი მყარდებაქვეყანაში და, როგორც ჩანს, მეორეტურის გაყალბებით, ხელისუფლებატოტალიტარული რეჟიმისოფიციალურად გაფორმებას გეგმავს. ეს საბოლოოდ დაგვაკარგვინებსდასავლეთს (უვიზო რეჟიმი იქნებაპირველი მსხვერპლი, აკი უკვეგვითხრეს) და დაგვტოვებს მხოლოდრუსეთის ამარა. სავარაუდოდ, მიზანიც ესაა.
რაც შეეხება კვლევების დაეგზიტპოლების გაყალბებითცნობილი ტელეკომპანია იმედისკვლევას, რომლითაც სალომეზურაბიშვილი 52% vs 48% უგებსგრიგოლ ვაშაძეს:
1. ეს კვლევა არაა ჩატარებულიცნობილი ამერიკული გელაპისინსტიტუტის მიერ. გელაპინტერნეიშნალი არის ამერიკულიგელაპის (Gallup World Poll) ფეიკვერსია, რომელსაც მთელიმსოფლიოს მასშტაბით დასდევსნამდვილი გელაპი და უჩივის ყველაიურისდიქციაში და ამერიკაშიაკრძალული აქვს ოპერირება. ესკომპანია მოღვაწეობს ავსტრიაში, ყავს ბულგარელი პრეზიდენტი დარუსი ვიცეპრეზიდენტი;
2. გელაპ ინტერნეიშნელის სახელითსაქართველოში ოპერირებდა მერაბფაჩულია (გორბი). ეს ის მერაბფაჩულიაა, ტელეიმედისთვის რომითვლის სატელევიზიო რეიტინგებსდა აყალბებს;
3. ნამდვილი გელაპის (Gallup World Poll) ქართველი პარტნიორიაკომპანია IPM და მისი სახელითგაკეთებული კვლევის საველესამუშაოებს არ და ვერ შეასრულებდაკომპანია ACT (ეს ის კომპანიაა, რომლის ეგზიტპოლითაც 2014 წელსტელეკომპანია იმედმა პირველივეტურში მერად გამოაცხადა დავითნარმანია, რისთვისაც თითქმის10%იანი ცდომილებით დადო შედეგი);
4. იმედის საიტზე გამოქვეყნებულიმონაცემით, 2400 ადამიანისგამოკითხვას და შემდეგ ამშედეგების დაჯამებას და ალოკაციასდასჭირდა მხოლოდ 3 დღე, რაცპრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე46%ია მათი რიცხვი, ვინც პასუხს არიძლევა ან გადაწყვეტილება ჯერ არმიუღია (შეგახსენებთ, არჩევნებამდე5 დღეა დარჩენილი), რაც კვლევისარაკვალიფიციურობის უტყუარინიშანია. ისევე, როგორც ისგარემოება, რომ სრულიადსიმეტრიულადაა ალოკაციისშედეგად გადანაწილებულიპროცენტები ოპოზიციის დახელისუფლების კანდიდატებს შორის, რაც ასევე უკიდურესად საეჭვოა დაპრაქტიკულად გამორიცხული.
დასკვნა: ტელეკომპანია იმედისკვლევა, ტრადიციულად, გაყალბებულია“ – წერს ნიკა გვარამია.
alia.ge