კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კვალდაკვალ  “ლიბერალური”  მედია საზოგადოებას კვლავ ცრუ ინფორმაციას აწვდის და მიმდინარე პროცესებს თავდაყირა აყენებს.

კონსტანტინოპოლის  პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კვალდაკვალ “ლიბერალური” მედია საზოგადოებას კვლავ ცრუ ინფორმაცია საწვდის და მიმდინარე პროცესებს თავდაყირა აყენებს.

კერძოდ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით სულ უფრო ხშირად ისმის შეფასებები, რომ მოსკოვის საპატრიარქო კიევში თავის საეკლესიო იურისდიქციას კრემლის ინტერესებისთვის იყენებს და რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, როგორც კიევის მიტროპოლიის დამფუძნებელს, სრული უფლება აქვს, “თავის კანონიკურ სამწყსოს”  ავტოკეფალია მიანიჭოს. ასევე ისმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ“ ისტორიული სამართლიანობის” თანახმად,  მოსკოვის კათედრა უნდა ემორჩილებოდეს კიევისას და არა პირიქით, რომ რუსეთის ეკლესიამ თავის დროზე კანონიკური ნორმების დარღვევით მიიტაცა კიევის კათედრა და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ მსოფლიო პატრიარქი საერთო საეკლესიო კონსესუსს არ დაელოდა და  თვითნებურად, რუსეთის ეკლესიასთან  შეუთახმებლად მიიღო გადაწყვეტილება, “ლიბერალური” პროპაგანდის თანახმად,  ამაზე ყურადღებას მხოლოდ კრემლის მიერ მართული პოლიტიკური (და არამხოლოდ) სუბიექტები ამახვილებენ, რაც თურმე რეალურად სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია. იგივე “ლიბერალური”  პროპაგანდა არ ან ვერ ხსნის,  სამართლანად და “საქართველო და  მსოფლიოს” ესაუბრება თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი  დავითი(ქვლივიძე).

_ მამაო, მსოფლიო პატრიარქის  ქმედებები რუსეთის ეკლესიის მიმართ სულ უფრო მწვავე დაპირისპირების საგანი ხდება. “ლიბერალურ” პროპაგანდას თუ დავუჯერებთ, ბართოლომეოსი  კანონიკურინორმების სრული  დაცვით მოქმედებს. კიდევ ერთხელ  განვუმარტოთ საზოგადოებას, რა პროცესები მიმდინარეობს და რის უფლება აქვს რეალურად მსოფლიო პატრიარქს…

_ უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ სჯულის კანონით, არათუ სხვა ეკლესიის საზღვრებში არ შეუძლია რომელიმე ეკლესიის ხელმძღვანელს შეჭრა, ერთი ეკლესიის ეპისკოპოსებიც კი ვერ შეიჭრებიან ერთმანეთის ეპარქიებში, თუ მათ შორის წინასწარი თანხმობა არ იქნება. გამომდინარე აქედან, მსოფლიო პატრიარქს, რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არ აქვს, სხვის ეკლესიაში  შეიჭრასდა აკეთოს ის, რაც მას სურს.  მეორე საკითხი _ მსოფლიო პატრიარქობა არ ნიშნავს, რომ ის დედამიწის პატრიარქია. საერთოდ, სიტყვა მსოფლიო მას მიენიჭა მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი გახდა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი და მსოფლიო დედაქალაქად იხსენიებოდა. სხვათა შორის, მაშინ კონსტანტინოპოლის დაცვის უფროსსაც მსოფლიო დაცვის უფროსი ეწოდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ის სრულიად მსოფლიოს დაცვის ორგანიზატორი იყო. უბრალოდ, წოდება არსებობდა ასეთი, სანამ ბიზანტიის იმპერია დაეცემოდა, თუმცა დღეს არც ბიზანტიაა და კონსტანტინოპოლიც სტამბოლად მოიხსენიება.

_ გამოდის, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453 წელი)  კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ დაკარგა ლეგიტიმაცია, რომ  მსოფლიო საპატრიარქოდ იწოდებოდეს?

_ იმპერიის დაცემის შემდეგ მესამე რომის ფუნქცია აიღო მოსკოვმა და ეს დღემდე ასეა. ამიტომაა, რომ რუსეთის გერბი დღესაც ორთავიანი არწივია, რომელიც ადრე ბიზანტიის გერბი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად იმ მოვლენებს, რაც უკრაინაში ხდება, გასული საუკუნის 90-იან წლებში ფილარეტი რუსეთის საპატრიარქომ იმის გამო განკვეთა, რომ მან თვითნებურად,  თავის პატრიარქთან შეუთანხმებლად,  თავი გამოაცხადა დამოუკიდებელი უკრაინის პატრიარქად და ამით უხეშად დაარღვია საეკლესიო კანონიკური ნორმები. ახლა წარმოიდგინეთ,  აფხაზეთშიმყოფი თვითმარქვია  სასულიერო პირებიდან რომელიმემ თავი პატრიარქადრომ გამოაცხადოს და აფხაზეთი სეკლესიის ავტოკეფალიაზე დაიწყოს საუბარი, ბუნებრივია, ჩვენს  საპატრიარქოს შესაბამისი რეაქცია ექნება. ზუსტად ასეთივე რეაქცია აქვს დღეს მოსკოვის საპატრიარქოს. ანუ, თავის დროზე მანანათემა დაადო ფილარეტს, რომელმაც არ გაითვალისწინა არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ შეეწყვიტა  თვითნებური ქმედებები და, სხვათა შორის,  ამ ანათემას მაშინ წერილობით დაეთანხმა თვით ბართოლომეოსიც…

_ თუმცა მანვე დაიწყო ამ ანათემის  მოხსნის პროცედურა.

_ ამაზეც მოგახსენებთ, მაგრამ ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რაც მანამდე იყო. მას შემდეგ, რაც ფილარეტს ანათემა დაადეს დაგანკვეთეს, განხეთქილებაში მყოფ უკრაინის ეკლესიასთან ყველამ გაწყვიტა ევქარისტული კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ფილარეტს, უკრაინის თვით აღიარებულ პატრიარქს, არ შეეძლო იერუსალიმის პატრიარქთან ერთად ქრისტეს საფლავზე ლოცვა, არ შეეძლო ათონის მთაზე ასვლა და იქ ლოცვა… აი, ამ ვითარებაში ადგა ბართოლომეოსი და ფილარეტს მოუხსნა ანათემა, რის უფლებაც მას, ბუნებრივია, არ ჰქონდა; იმიტომ, რომ ანათემის მოხსნის უფლება მარტო მას აქვს, ვინც დაადო სასჯელი. რაც შეეხება შეფასებებს, რომლებიც ამ ფაქტს მოჰყვა, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, გაოცებული ვარ, როცა ჩვენი ეკლესიის ზოგიერთიმღვდელმთავარი ბართოლომეოსს უჭერსმხარს. უბრალოდ, მაინტერესებს: მათ რომსაკუთარ ეპარქიაში მღვდელი დასჯილიჰყავდეთ და ამ დროს სხვა ეპისკოპოსმა ამმღვდელს თვითნებურად მსახურებისუფლება მისცეს, რა რეაქცია ექნებათ?

_ ალბათ, იტყვიან, რომ ეს კანონიკურინორმების დარღვევაა.

_ ჰოდა, მაშინ ბართოლომეოსის ქმედება არ არის ნორმების დარღვევა? სჯულის კანონი ხომ ყველასთვის ერთია?! ან წარმოიდგინეთ ასეთი რამ: აფხაზეთის რომელიმე სასულიერი პირმა ეპისკოპოსად რომ გამოაცხადოს თავი და აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვოს. ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს ჩვენთვის ეს ყოველივე. 1686 წელს კონსტანტინოპოლმარუსეთის საპატრიარქოს გადასცა კიევისმიტროპოლია და დღეს გაიძახიან, რომსამასი წლის წინათ მიღებულიგადაწყვეტილების გაუქმება უნდათ. ხვალ–ზეგ ზუსტად ასევე შეიძლება დაარღვიონმათ საქართველოს ეკლესიისიურისდიქციაც, იმ შემთხვევაში თუ მათჩვენი რაიმე ქმედება არ მოეწონათ, დაგვითხრან, რომ აფხაზეთის ეკლესია მეათესაუკუნემდე ემორჩილებოდაკონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და ეს“ისტორიული სამართლიანობა” უნდააღდგესო. იმის თქმა მინდა, რომ ძალიანცუდი და სახიფათო პრეცენდენტი შეიქმნა, მაგრამ ეს საფრთხე მხოლოდსაქართველოს არ ემუქრება.

_ კიდევ ვის რა შეიძლება დაემუქროს?

_ განხეთქილებამ შეიძლება სრულიად მართლმადიდებელი სამყარო მოიცვას, ანუ ამ პრეცენდენტის შემდეგ ისინი შეიძლება სერბეთის კანონიკურ სივრცეში შეიჭრან და ბოსნია-ჰერცოგოვინა აღიარონ, ჩერნოგორია აღიარონ, მაკედონია და ყველა დაიმორჩილონ. ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ბართოლომეოსს პაპიზმისინ სტიტუტის გადმოტანა უნდა აღმოსავლეთში. მხედველობაში მაქვს ის, რომ მას სურს, ერთპიროვნულად მართოსეკლესია, რაც ყოვლად დაუშვებელია.საერთოდ, მართლმადიდებელ სამყაროში ეკლესიას მართავს კრება და იქ ერთპიროვნულად ვერავინ ვერაფერს გადაწყვეტს, თუ მას სინოდი არ დაეთანხმა. აი, ამის შეცვლა უნდა და ჩვენ უკვე ვხედავთ მცდელობებს, რომ ბართოლომეოსს სურს რომის პაპივით ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ყველაფერი. კიდევ ვიმეორებ: ეს არის პაპიზმის გადმოტანის მცდელობამართლმადიდებელ სამყაროში და ეს, არცმეტი, არც ნაკლები, მართლმადიდებლობისსტრუქტურის რღვევაა. რაც შეეხებაუკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიისმინიჭებას, სანამ არ იქნება რუსეთისდედაეკლესიის თანხმობა და აღიარება, ჩვენ ამას არვითარ შემთხვევაში არ უნდადავუჭიროთ მხარი. სჯულის კანონით ასეადა სხვანაირად მოქცევის უფლება არავისაქვს…

_ მოდი, მიზეზებზე ვისაუბროთ. რითშეიძლება იყოს განპირობებულიკონსტანტინოპოლის ქმედებები?

_ არ ვიცი, მათ რა მოტივი ამოძრავებთ ან შეიძლება ამოძრავებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მერვე მსოფლიო კრება ვერ ჩატარდა სხვა ეკლესიების მასში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო; ის, რომ ჩაიშალა მღვდლების ორცოლიანობა, მარხვების შემცირება, პროფანაცია და მართლმადიდებლობის მოდერნიზაცია ვერ მოახერხეს… აი, ზუსტად ამის შემდეგ აიღეს მათ ის გეზი, რომ დაიმორჩილონ და მართონ მართლმადიდებელი სამყარო, მაგრამ ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ეს არ გაუვათ. ეს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საფუძველს ეწინააღმდეგება.

_ თუ გაუვიდათ?

_ თუ გაუვათ, დღეს, ხვალ თუ ზეგ, როცა საქართველოს ეკლესიის პოზიცია არ იქნება თანხვედრი კონსტანტინოპოლის სურვილებთან, ის აუცილებლად აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს. მაგალითად, გამოყოფს აფხაზეთს, მიზეზებისა და არგუმენტების პოვნა კი არ გაუჭირდებათ.

_ გამოდის, რომ ორ ცეცხლს შუა ვართ _ თუკონსტანტინოპოლის საპატრიარქოსკენ არვიქნებით, მსოფლიო პატრიარქიდაარღვევს ჩვენი ეკლესიის კანონიკურსივრცეს; თუ მას მივემხრობით, შეიძლებარუსეთმა გააკეთოს იგივე.

_ ორ ცეცხლს შუა არ ვართ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც საეკლესიო სამართალი გვეუბნება. ბართოლომეოსს არ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება ერთპიროვნულად დავეღარ უნდა გაბედოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციაში შეჭრა. ეკლესიას აქვსთავისი სამოქმედო კოდექსი, რომელსაც სჯულის კანონი ჰქვია, და არავის არ უნდაჰქონდეს მისი დარღვევის უფლება. თუმცა აქ არის დარღვევათა მთელი კასკადი… ისე, მსოფლიო საპატრიარქოსგან ასეთი ქმედებები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მელეტიმ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ახალ სტილზე გადაიყვანა. ამას მოჰყვა დიდი არეულობა, ხალხი გამოვიდა ქუჩაში და იარაღის ძალით ჩაახშეს ეს გამოსვლები. შემდეგ მოხდა განხეთქილება და დღეს საბერძნეთში შვიდი სინოდია. ამ ყველაფრის მიზეზი იყო მაშინდელი საპატრიარქოს არასწორი მოქმედება. სხვათა შორის, შემდეგ ის პატრიარქი ალექსანდრიაში გადაიყვანეს. იქაც იგივე გააკეთა, გადაიყვანეს ანტიოქიაში, სადაც ასევე არია ვითარება. ბოლოს იერუსალიმის პატრიარქობა დაუპირეს, მაგრამ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება კი ასეა აღწერილი: ყვიროდა, ცეცხლი მიკიდია, ხელები მემტვრევა და მეწვისო. ეს ის ხელები იყო, რომლითაც იმ კანონებს წერდა. საერთოდ, შემთხვევით და უმიზეზოდ არაფერი ხდება. ასე რომ, როგორც ჩანს, დღეს ღმერთი უშვებს ამ განსაცდელს.აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენთვის ეს უნდა იყოს მაგალითი და კიდევ ვიმეორებ: დღეს თუ ბართოლომეოსს ესგამოუვიდა, ხვალ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

_ რას იტყვით რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებაზე?

_ მოსკოვის საპატრიარქო აქამდე აცხადებდა, რომ აფხაზეთის ეკლესიაზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. თუ ჩვენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ქმედებას გავამართლებთ და მას თანადგომას გამოვუცხადებთ, მაშინ შესაძლებელია, რომ რუსეთის ეკლესიამ მხარი დაუჭიროს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას და განაცხადოს, რომ გიორგი VIII-ის მეფობის პერიოდში ერთიანი საქართველო დაიშლა, რასაც ავტომატურად მოჰყვა საქართველოს ეკლესიის გაყოფაც. შედეგად XV საუკუნის 70-იან წლებში აფხაზეთის დამოუკიდებელი საკათალოკოსოც ჩამოყალიბდა, რომელიც იმყოფებოდა იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში. იგი არსებობდა 1812 წლამდე _ რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს შეერთებამდე. მალე ეს საკათალიკოსოც გაუქმდა. ახლა ჩვენი არასწორი ქმედების გამო, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება თქვას, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმებით ისტორიული შეცდომა დაუშვა და ახლა გამოასწორებს, ანუ აღიარებს აფხაზეთის საპატრიარქოს. აქვე გავიხსენოთ, რომ კიევის საეკლესიო მმართველობას პატრიარქი არასდროს ჰყოლია, აფხაზეთი კი სამი საუკუნე დამოუკიდებელ საკათალიკოსოდ იწოდებოდა. შედეგად, შეიძლება ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდეთ: თუ დღესმოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიას ჯერ კიდევ საქართველოს იურისდიქციაში განიხილავს, მომავალში ვითარება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.

_ მამაო, რას ფიქრობთ, რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი განსაცდელი რუსეთის ეკლესიაზე?

_ თითქმის 1000 წელია, რუსეთის ეკლესია არსებობს. მის წიაღში უამრავი წმიდა მამა მოღვაწეობდა. მათი ღვაწლით ეკლესიის საზღვრები განუწყვეტლივ ფართოვდებოდა და იზრდებოდა. ამ ეკლესიაში დღენიადაგ იქადაგებოდა, რომ ქრისტეა ერთადერთი მაცხონებელი, ადამიანის სამოთხეში შემყვანი და მხოლოდ ქრისტეს ნათლობით და მასთან თანაზიარობით შეიძლება ცხონება. მაგრამ ორი თვის წინათ რუსეთის ეკლესიამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და სინოდის დონეზე დაადგინა, რომ უნათლავი ჩვილისთვის შეიძლება წესის აგება და ამისთვის საგანგებო მსახურებაც კი შეადგინა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ ნათლობის, ანუ ჯვარცმის გარეშე (სლავურად ნათლობას ქვია კპეწენმე, ანუ ჯვარზე გაკვრა) ცხონება შესაძლებელია. მათი ლოგიკით, იესო ქრისტე მაცხოვარი არ არის, რადგან მის გარეშეც შესაძლებელია ცხონება. შედეგიც აშკარაა. ამიტომ უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენმა სინოდმა ყოველთვის სწორი დადგენილებები გამოიტანოს, რათა ეკლესია და ქვეყანა არ დაისაჯოს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია. გაზეთი საქართველო და მსოფლიო