აქცია პარლამენტის წინ – რუსთაველის გამზირის წინ გზის სავალ ნაწილზე კარვები გადააქვთ.
სულ ცოტა ხნის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ბრძოლა გააგრძელონ იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა მოქალაქეები მათ გვერდით. კარავი გზის სავალ ნაწილზე დგას, რის გამოც ადგილზე ავტომობილები ვერ იმოძრავებენ.
კარვების ცენტრალურ გზაზე გადატანამდე მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ საზოგადოებას კარვების გადატანის თხოვნით მიმართეს.
“ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, სანამ მისი შვილის მკვლელები არ იქნება გამოაშკარავებული,”-აცხადებს სარალიძე.