მძიმე შეხვედრა იყო, მაგრამ აფხაზებმა ქართველები დაპატიჟეს სოხუმში – დავით თარხან-მოურავი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა, ბათუმში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მისი ფრაქციის წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის და მის პირველ შედეგზე ისაუბრა. მისი თქმით, მოხდა შეხვედრა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა აფხაზებმა სოხუმში დაპატიჟეს ქართველები.

“დიდი საქმე იწყება, ქართველები, აფხაზები და ოსები შეხვდნენ ერთმანეთს, აფხაზებმა სოხუმში დაპატიჟეს ქართველები, ამდენი წელია ეს არ მომხდარა. იმის ნაცვლად, რომ რაღაც გავიხარდეს, იწყება ლაპარაკი, თითქოს ჩვენი პარტია საიდუმლო ვიზიტით გაემგზავრა მოსკოვში, გაუთავებლად მიმდინარეობს შავი პიარი ჩვენ წინააღმდეგ”- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
Marchalpres.ge