სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ვითომ მიმართვა, რომელიც იმთავითვე ჩანდა, რომ ე.წ. ფეიკი იყო, მაგრამ აქ მთავარი ის კი არ არის, მართლა ე.წ. დაფარულმა მეუფემ გაასაღა უწმინდესის ნათქვამად ეს ყველაფერი თუ მავანმა
“ფეიკმაისტერმა”, მთავარი იმ
“მიმართვის” შინაარსია, რომელსაც, სამწუხაროდ, ერთობ ოპერატიულად გაემიჯნა საპატრიარქო.
აი მიმართვის მოკლე შინაარსი და თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე:
“არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, არა უგვიანეს 10 დღით ადრე, “ქართულმა ოცნებამ” საჯაროდ უნდა დადოს შემდეგი ხუთი პირობა:
* 2004 წლიდან დღემდე საქართველოში შემოსულ ყველა მიგრანტს
(ირანელს, თურქს, ინდოელს, ჩინელს და სხვა მრავალს ) უნდა ჩამოერთვას საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება და მომავალშიც არ
უნდა ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა. გამონაკლის შემთხვევას უნდა წარმოადგენდნენ:
ა) ქართველური წარმომავლობის პირები, როგორებიც არიან ფერეიდნელი ქართველები, ლაზები, ტაო–კლარჯელი ქართველები და ა.შ.;
ბ) ასევე ის უცხოელები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში განახორციელეს არა ნაკლებ
5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ ინვესტირებით შექმნილ საწარმოში დაასაქმეს არანაკლებ 80% საქართველოს მოქალაქეებისა;
გ) ასევე ის უცხოელები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სფეროებში.
* კონსტიტუციურად უნდა აიკრძალოს უცხოელებზე მიწის მიყიდვა;
* საქართველოს ყველა 14 წლის მოქალაქისთვის დაშვებული უნდა იქნას ალტერნატიული არა ელექტრონული პირადობის მოწმობები;
* ე.წ. ანტი დისკრიმინაციული კანონიდან ამოღებული უნდა იქნას შემდეგი სიტყვებიდა ტერმინები: “გენდერული იდენტობა”,
“სექსუალური უმცირესობა”. შესაბამისად უნდა აიკრძალოს სოდომური ცოდვების ნებისმიერი პროპაგანდა;
* პარლამენტიდან სამუდამოდ უნდა იქნას გაწვეული “კანონპროექტი კანაფის
წარმოების შესახებ”.
მთავარია მიმართვის შინაარსი და არა მისი ავთენტურობა. შინაარსი კი მართლაც საქართველოს, ქართველი ერისგადარჩენის ფორმულაა და სამწუხაროა, რომ საპატრიარქო გაემიჯნა მიმართვას და არაფერი თქვა მის შინაარსზე.
სამწუხაროა, რადგან ასეთ მიმართვებს თვითონ სასულიერო პირები უნდა წერდნენ.
დავით მხეიძე. წყარო: გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
15ნოემბერი.2018წ.