ქართული ოცნება მის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის რუსული კავშირების გადაფარვას ყველა ხერხით ცდილობს. იმისთვის, რომ ზურაბიშვილს რაიმე ზედმეტი არ წამოსცდეს, მას მედიასთან კონტაქტიც აუკრძალეს.
პარიზიდან სანდო წყარომ კურიერსუამბო, რომ ზურაბიშვილის გზის გამკვალავი საფრანგეთში, მისი უახლოესი ნათესავი, მამის ძმისშვილი, ელენე ზურაბიშვილი იყო, ახლა ის ელენ დანკოა.
ელენ კარერ დანკოსი, ვისზეც სალომე ზურაბიშვილის საუბარი არ სურს, მისი ახლო ნათესავი და თანამოაზრეა, დანკოსს საფრანგეთში რუსეთის ხელისუფლების ცნობილ ლობისტად იცნობენ.
მაშინ, როდესაც დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების წინაღმდეგ მთელი ევროპა სანქციებს ითხოვდა, დანკოსი ერთ-ერთი იყო იმ მცირე ჯგუფში, ვინც საფრანგეთში კრემლს იცავდა.
რუსეთის პროპაგანდისტული მედიის რაშა თუდეის ვებგვერდზე დღემდე იძებნება ზურაბიშვილის ახლო ნათესავის ინტერვიუ, სადაც ის აგვისტოს ომს რუსულ ლაშქრობას უწოდებს და ამართლებს კიდეც.
წყარო კურიერს უყვება, რომ დიპლომატი ზურაბიშვილის კარიერულ წინსვლაში ბიძაშვილმა ელენმა, რომელიც საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანია, დიდი როლი ითამაშა.
სოციოლოგიის კვლევის უმაღლესი სკოლის ისტორიკოსი გიორგი მამულია, რომელიც უკვე წლებია, რუსეთს იკვლევს, ყვება, როგორ ემთხვევა რუსეთთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და მისი ბიძაშვილის პოზიციები.
რა კავშირი აქვს სალომე ზურაბიშვილს დღეს ელენ ზურაბიშვილთან, ამ კითხვაზე კურიერმა პასუხის მოპოვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს.
წარმოშობით ქართველი, ფრანგი ისტორიკოსი იმასაც ამბობს, რომ ყირიმის ანექსია პუტინს უნდა აპატიონ, რადგან ამით მან ისტორიული სამართლიანობა აღადგინა.
ელენ კარერ დანკოსი ამ ეტაპზეც საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანია, ამავდროულად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. მას რუსულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ლომონოსოვის ჯილდოც გადაცეს.
rustavi.2. ge სალომე რუსული პროექტია საქართველოში,“ – ეს განცხადება საერთაშორისო კვლევითი ცენტრის რომის კლუბის ექსპერტმა, ნიკოლა დადეშქელიანმა, გააკეთა.
ნიკოლა დადეშქელიანი საქართველოში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკვეთებს ასრულებს.
ექსპერტის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელება რუსეთის სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
„ივანიშვილმა მიიღო ბრძანება პუტინისგან, რომ შენ აირჩევ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს და შენ აწარმოებ ასევე მის საპრეზიდენტო კამპანიას და ის იმდენად ჩაერთო ამ კამპანიაში, რომ ხედავთ, მართლა მარტო თვითონ დარჩა და სალომე აღარც ჩანს. რით აიხსნება ეს ყოველივე? იმით, რომ მას მთელი სიმდიდრე რუსეთში აქვს და ყველაფერი ძალიან მარტივია – რუსეთში არ აკეთებ, რასაც გეუბნებიან და მაშინვე გართმევენ ფულს. ივანიშვილის მთელი ხელისუფლება კი არის დამყარებული მხოლოდ ფულზე. ივანიშვილმა თავიდან ზურაბიშვილის კანდიდატურა შეფუთა, როგორც ნეიტრალური კანდიდატი, წარმოშობით ქართველი, მარამ ფრანგი დიპლომატი, მაგრამ ის რუსეთიდან მოდის და სალომე რუსული პროექტია საქართველოში. სალომეს არჩევა ერთ-ერთი პატარა დეტალია იმ დიდ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთს გააჩნია, რომ საქართველოზე ზეგავლენა დაიბრუნოს. ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სალომემ გაიმარჯვოს, რადგან პუტინს ანგარიშები უნდა ჩააბაროს, თუ უნდა რუსეთში თავისი ფული გადაარჩინოს,“ – განაცხადა ნიკოლა დადეშქელიანმა.
Rustavi2.ge