ლგბტ თემი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ლგბტ თემი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ლგბტ თემის წარმომადგენლებს დიდი ხნის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნებზე გვეჭირა ნეიტრალური პოზიცია და ვერიდებოდით განცხადების გაკეთებას, მაგრამ დღეს ამის დრო აღარ არის!
LGBT თემი ვერ იქნება იმ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი, რომლის მხარდამჭერი ხელისუფლება ყოველდღიურად ზღუდავს ჩვენს უფლებებს და არაფერს აკეთებს ჩვენს დასაცავად.
2012 წლიდან დღემდე, ყოველდღიურად ფეხქვეშ ითელება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და ამის აღმოფხვრაზე საერთოდ არ ზრუნავს ივანიშვილის მთავრობა.

ამ ვითარებიდან გამომდინარე ვაცნობიერებთ ჩვენს წინაშე არსებულ ყველა გარემოებას და არჩევანს ვაკეთებთ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე!

გააკეთე შენი არჩევანი, უთხარი არა ჰომოფობიას!

#მოდიარჩევნებზე” pressent.ge