რუსეთმა 23 უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანა – უკრაინა საომარ მდგომარეობას აცხადებს

6 უკრაინელი სამხედრო დაჭრილი, 2 მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ მხარს უჭერს.

როგორც გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო აცხადებს, ტყვედ აყვანილი მეომრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გატაცებულია ხომალდები: “Бердянск”, “Никополь”  და  “Яны Капу”. მათთან, ამ ეტაპზე ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი და ბლოკირებულია.

რუსეთმა მის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი უკრაინული ხომალდები საზღვრის დაღვევაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ შავი ზღვის ოდესის პორტიდან აზოვის ზღვის მარიუპოლის პორტისკენ მცურავი ორი დაჯავშნილი სამხედრო კატერი, “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” და ბუქსირი “იანა კაპუ”, მარიუპოლისკენ რუსეთთან წინასწარი მიღწეული თანხმობის შემდეგ მიცურავდა. რუსეთმა ისინი სამხედრო ძალის გამოყენებით შეაჩერა და დააპატიმრა.

უკრაინული ეკიპაჟის ექვსი წევრი დაჭრილია. რუსეთის სამხედრო შტაბი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უკრაინული ეკიპაჟების შეჩერება და მათი შემოწმება სურდათ.
ipress.ge