მეამაყება, რომ ქართველი ვარ. „პატრიოტთა ალიანსმა“ და ყველა გაბრაზებულმა ამომრჩეველმა დღეს უკვე ნაწილობრივ გამოხატა თავისი ნება. ირმა ინაშვილი არის ნათელი წერტილი ქართულ პოლიტიკაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძეწერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენ, გაბრაზებული ამომრჩევლები, მივდივართ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ სალომე ზურაბიშვილს! ვურტყამთ მუშტს ღრანჭში ერის მკვლელობაში დამნაშავე „ნაციონალურ მოძრაობას“, ვურტყამთ სილას კოჰაბიტაციაში დამნაშავე „ოცნებას“ და ვქმნით ახალ, მემარცხენე, პროგრესულ ძალას, რომელსაც ასაზრდოებს მრავალჟამიერის, „სტუმარ-მასპინძელის“, „ბახტრიონის“, „გლახის ნაამბობის“, „ოთარაანთ ქვრივის“ და „ვეფხისა და მოყმის“ ტრადიციები. ჩვენ ჩვენს მომავალს შევქმნით ამ იდეალების მიხედვით. მე მეიმედება ჩვენი მომავალი. ეს არის განსხვავებული გზა.
არა ძალადობას! არა მკვლელობას! არა დამნაშავეების შეწყალებას! არა კოჰაბიტაციას! გერმანიაში ნაცისტური პარტია აიკრძალა! ჩვენც უნდა ავკრძალოთ ნაცისტური პარტია და მათი დისკურსი. და ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნეოლიბერალური პროსტიტუციის დრო ქართულ პოლიტიკაში.
არა კოჰაბიტაციას და არა ლოგინში წოლას მკვლელებთან! ყველა გაბრაზებული და ქვეყნის მოყვარული ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ხმას აძლევს სალომე ზურაბიშვილს და მისი არჩევიდან უარს ამბობს კოჰაბიტაციაზე. ჩვენ ვაიძულებთ ოცნებას რომ უარი თქვას ბოროტებასთან თანაცხოვრებაზე.
მივმართავ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს – მოდით ჩვენთან, გაბრაზებულ და პატიოსან უბრალო ხალხთან – მხოლოდ ჩვენ გაპოვნინებთ სამართალს. მკვლელები სამართალს ვერ გაპოვნინებენ. გაუმარჯოს საქართველოს!“ – წერს ირაკლი კაკაბაძე.