„სააკაშვილი, ბოკერია და მთელი მათი ბოროტი სექტა ანათემას მე გადავეცი! ესენი წყეულები არიან და, აქედან გამომდინარე, ყურებზეც რომ დადგნენ, არაფერი ეშველებათ“, – განაცხადა გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ბასილიმ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
„ამ სიბერის ჟამს გაჩუმებული ვარ და ვცდილობ, პოლიტიკაში არ ჩავერიო, მაგრამ, როცა შენს ქვეყანას უკიდურესად უჭირს, ერის დუმილი დანაშაულის ტოლფასია. მთელმა ქვეყანამ იცის, რა უბედურებაც დაატრიალეს სააკაშვილმა და მისმა ბინძურმა სექტამ 2004 წლის 12 მარტს, როცა გლდანის ეკლესიას რუსული „ურალი“ დააჯახეს, ხოლო მე თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთეს. სააკაშვილმა – ამ მსოფლიო კლასის აფერისტმა და ცრუპენტელამ, ბოლო ხანს ისიც კი იკადრა, რომ გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ეკლესიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ თბილისში ყველაზე მაღალი ტაძარია, „ფარდული“ უწოდა! მან ასევე წამოიბჟუტურა, რომ თითქოს მე მღვდლებს ვცემდი! სააკაშვილს ერთს ვეტყვი – შენ ხარ წყეული და ჩემი და ჩემი მრევლის მიერ აშენებულ გლდანის ეკლესიას, ისევე, როგორც საქართველოს, ვერასოდეს იხილავ!
ილია მეორის ნაცვლად, სააკაშვილი, ბოკერია და მთელი მათი ბოროტი სექტა ანათემას მე გადავეცი! ესენი წყეულები არიან და, აქედან გამომდინარე, ყურებზეც რომ დადგნენ, არაფერი ეშველებათ.
სააკაშვილი წყეულია და რომელ ქვეყანაშიც ფეხს შედგამს, ყველაფერი თავდაყირა დადგება. მაგალითად, პრეზიდენტი რომ გახდა, საქართველოს ორი განუყოფელი მხარე – კოდორის ხეობა და ქსნის ხეობა რუსეთს გადაულოცა, ხოლო უკრაინაში მისი პოლიტიკური გააქტიურება ყირიმისა და დონეცკის ოკუპაციას დაემთხვა!
მაღალი სასულიერო იერარქთა ნაწილი სააკაშვილს მართლაც მისტირის. ძირითადად ეს ის ხალხია, რომლის შესახებაც სააკაშვილს ბინძური კომპრომატები აქვს გადანახული…
სააკაშვილი, ბოკერია და მთელი მათი სექტა სანამ დაჩოქილნი არ მოვლენ და მათ მიერ „ფარდულად“ შერაცხილ გლდანის ეკლესიაში პატიებას არ ითხოვენ, მაგათი საშველი არ იქნება!
ჯალათო სააკაშვილო, კარგად დაფიქრდი, 5 წლით გისოსებს მიღმა მამყოფე, შენი პირადი პატიმარი ვიყავი… მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ჩემი ლიკვიდაცია მაინც ვერ მოახერხეთ, რადგან ანგელოზი მიცავდა… სააკაშვილო, სანამ საქართველო და მართლმადიდებლობა იარსებებს, ამ ტაძარში ყოველთვის მოიხსენიებენ ტაძრის აღმშენებლად და იქ მოღვაწეთ, ხოლო შენი წყეული სახელი ჭრაქივით გაქრება!
არ დაუშვათ გამძვინვარებული, ბოღმიანი და ქართველთმოძულე სააკაშვილის დაბრუნება, თორემ დღევანდელი შეჭირვებული ცხოვრება სანატრელი გაგიხდებათ!
ბატონ ბიძინა ივანიშვილს უფალმა უდიდესი მისია დააკისრა და ფაშისტი სააკაშვილი ქვეყნიდან განდევნა! ხალხმაც უნდა მოუხმოს გონიერებას და სააკაშვილის წყეული სექტის ხელისუფლებაში მობრუნება არ დაუშვას!“ – განაცხადა მამა ბასილმა.
qartuli azri