ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია „რუსთავი 2-ს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ

სიუჟეტს ეხმაურება და სამაუწყებლო კომპანიას ინფორმაციის განზრახ

დამახინჯებაში ადანაშაუალებს.

„ვეხმაურებით, გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის

ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძიმე სოციალურმდგომარეობაში მყოფი

მოქალაქეთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფას ეხებოდა.

ინფორმაცია, რომელიც „კურიერის“ ეთერში გავიდა, არ შეესაბამება სიმრთლეს.

გთავაზობთ რეალურ სურათს უფასო სასადილოსთან დაკავშირებით.

ზუგდიდის მერია ტელეკომპანიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დარღვევაში

ადანაშაულებს. მერია მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-მა დაარღვია ქარტიის პირველი და მეთერთმეტემუხლები, რაც ეთერში

გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშვებას და ინფორმაციის განძრახ

დამახინჯებას გულისხმობს.

მერია ეთიკის ქარტიას განცხადებით უახლოეს დღეებში მიმართავს“ – ნათქვამია

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები ფეისბუქიდან