საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამაკაცრებაზე უარი თქვეს

     ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრებას მხარი საფრანგეთმა და გერმანიამ არ დაუჭირეს. ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე” ავრცელებს. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ბრიუსელში ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ევროკავშირის თავმჯდომარე ავსტრიამ მოთხოვა.

     ინიციატივას მხარი ესტონეთმა და პოლონეთმა დაუჭირეს, თუმცა პარიზისა და ბერლინის წარმომადგენლები წინააღმდეგ წავიდნენ.

     საფრანგეთმა და გერმანიამაც, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს, თუმცა ბერლინსა და პარიზში განაცხადეს, რომ ასეთ ნაბიჯებს შორის სანქციების გამკაცრებას არ მოიაზრებენ.

     შეგახსენებთ,  რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები 25 ნოემბერს გამწვავდა, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში მოძრავ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. შემდეგ კი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი სამხედროები და გემები დააკავა.

წყარო:  ultrapres.