ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს მადლობას უხდის. როგორც ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც. 
“პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, “ედისონ რისერჩის” კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს – 45%-მა. “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58 %, გრიგოლ ვაშაძემ კი 42 % მიიღო.
info9.ge