აშშ-ის სენატში ერ-რიადის წინააღმდეგ წინადადება შეიტანეს, რათა საუდის არაბეთმა იემენის ომში ამერიკის მხარდაჭერა ვეღარ მიიღოს. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმის მიცემა იყო, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში საუდის არაბეთის მემკიდრე პრინცს არ ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი სენატორებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ ამ რეგულაციას, რაგან ეს იემენში სიტუაციას გაამწვავებს.
ხმის მიცემა სენატში ერთი კვირაში გაიმართება.
იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, სადაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალას“ მხარდამჭერები და არაბული კოალიციის ხელმძღვანელობით, სამთავრობო ძალები არიან. თითქმის 4-წლიანი ომის შედეგად იემენში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.
imedinevs.ge