“მადლობა ყველას ვინც არ გახდა თანაზიარი სისასტიკის და ბოროტების და არ შემოხაზა ,,5″,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
“გილოცავ ჩემო საქართველო! ჩემი ქვეყნის გონიერო და ღირსეულო ამომრჩეველო, ვინც გაემიჯნე წარსულის სასტიკ ძალას და აირჩიე თავისუფლება! ამ თავისუფლებას არასოდეს დავთმობთ, რადგან ეს ბრძოლით მოვიპოვეთ.
მადლობა ყველას ვინც არ გახდა თანაზიარი სისასტიკის და ბოროტების და არ შემოხაზა ,,5″.გილოცავთ ამ თავისუფლებას!” – წერს ბესელია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99, 7 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,56 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40 44 %-მა.
ამ ეტაპზე 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი.
რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1 146 063 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 778 167.
marchalpres.ge