ზუსტად ამ დროს დარეკა მიშამ, დედა აგინა, ბოლო ხმაზე კიოდა…” – ქაოსი და პანიკა “ნაციონალურ მოძრაობაში”

გუშინ, არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები მოისმინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში, სადაც მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი. პირდაპირ ეთერში კარგად ჩანდა, Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლის შედეგებით არც თავად პრეზიდენტობის კანდიდატი და არც მისი მხარდამჭერები იყვნენ. თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაციით ყველაზე მეტად საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი გაღიზიანდა.

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს და ურთავს ფოტოსაც:

“ეს ფოტო გადაიღო “ჯაშუშმა” ირაკლი გედენიძემ. 
ფოტო გადაღებულია იმ მომენტში, როცა მიშამ დარეკა “შტაბკვარტირაში” და თავზე დაამხო თავის კამანდას…
პ.ს. ზუსტად ამ დროს დარეკა მიშამ, დედა აგინა კამანდას, ბოლო ხმაზე კიოდა, გადამაგდეთ არაო… მიშას ხმა ესმოდა იქ ხალხს . ასე კი არაა. პრესკონფერენცია დაანონსებული ჰქონდათ და ჩაუვარდათ ამ ზარის გამო,” – წერს მეფარიშვილი.
marchalpres.ge