„ნეტა თუ ხვდება ეს ხალხი დღეს რა მოხდა, დღეს დაანახეთ ბიძინას, რომ თქვენი არ უნდა ეშინოდეს?“-მამუკა გამყრელიძე

“ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული, რომ ნიშნისმოგების კომენტარებს ვხედავ. ნეტა თუ ხვდება ეს ხალხი დღეს რა მოხდა? დღეს დაანახეთ ბიძინას, რომ თქვენი არ უნდა ეშინოდეს. პერიოდულად ძვალს გადმოგიგდებთ, ხანდახან პაიკსაც შეგწირავთ და ამით მოგიყომარებთ.

მესამე პირში იმიტომ ვწერ, რომ მე პას. ლაო ძის აქვს ასეთი სიბრძნე, თევზი ბადეში რომ გაეხვევა თუ იფართხალებს უფრო მეტად გაებმება და თუ გაჩერდება წყლის დინება თავისით გაათავისუფლებსო. ამიტომ მეც გაჩერება ვარჩიე. ტყუილად ფართხალი მომბეზრდა. მკითხველების გუნდს შევუერთდი”-წერს დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე “საქართველო ლიდერთა შორის” საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე.

ავტორი: გურიის მოამბე