აირჩიეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელიც არ აირჩია ჯარმა, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას ფილარმონიაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს შეხვდა.
ჩარკვიანის თქმით, 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა დასაცავი გახდა. მისივე განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად უნდა დაინიშნოს და „ეს ძალიან რუსული ხელისუფლება უნდა წავიდეს”.
„რა სირცხვილია! არც გამიგონია ასეთი რამ….
ყველაზე კარგი და საოცარი რაც მოხდა, ის არის, რომ ხელისუფლებამ იცის, რომ ერთი მილიონი კაცი ღმუის მის უკან და ის ოპოზიციაა. ზუსტად ვიცით, რომ შიშით არ დაიძინებენ ღამე, მოკრძალება და რიდი ექნებათ, სიყვარულის არ მჯერა მე იმიტომ, რომ მაშინ არ აკადრებდნენ ქალბატონს, რომლის დამალვაც მოუწიათ არჩევნების წინ.
აირჩიეს ქალბატონი, რომლის ხმაც არ ისმოდა არჩევნების წინ – მეტი სირცხვილი არც გამიგია, არც გვსმენია”, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
guardian.ge