ეკა ბესელია: მოსახლეობის უმრავლესობამ ღიად თქვა, რომ მას არ უნდა სააკაშვილის მმართველობაში დაბრუნება 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ოპოზიციის განცხადება არჩევნების შედეგების არაღიარებისა და დაანონსებული აქციის შესახებ მიმართულია ქვეყანაში არეულობის ფონის შექმნისკენ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე დააფიქსირა საკუთარი აზრი, რომ ხალხს არ უნდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობაში დაბრუნება.
„კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ ის ზრახვა, რაც ამ განცხადების მიღმა ჩანს, რომ არეულობის ფონი შექმნან და ამ გზით მიაღწიონ საწადელს, არის აბსოლუტურად გამორიცხული და დაუშვებელი. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ღიად თქვა, რომ მას არ უნდა სააკაშვილის მმართველობაში დაბრუნება“, – განაცხადა ბესელიამ.
kvira.ge