“რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორი ეგზითპოლების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ საქართველოდან წასვლას არ აპირებს. როგორც ცნობილია, მის ამ კომენტარს წინ უძღოდა არჩევნების წინ გაკეთებული განცხადება, რომ ის “მოღალატე სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში ქვეყანას დატოვებდა”.
“არც “ქოცი” ვარ, არც “ნაცი”, “რუსთავი 2″ ჩემი სახლია. თუ გგონიათ, რომ ჩემს ტელევიზიას ვაკადრებ იმას, რომ ეგზითპოლი გავაყალბო, ან არ გამოვაცხადო, ამას არ ვიზამ, როგორც არ უნდა მომწონდეს მისი შედეგი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება შედეგებს, გვარამია ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
“თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, არსად წასვლას არ ვაპირებ, ჩვენ მივიღეთ 900 000 პატრიოტი, ამდენი უანგარო მხარდამჭერი მთავრობას არ ჰყოლია, მოვიდა ხალხი და საკუთარი ნებით მისცა ხმა. შიშველი ხელით ადამიანებმა აიღეს ხმა. რას გვეუბნება ბიძინა ივანიშვილი, ილია ჭავჭავაძე რომ იყოს თქვენი კანდიდატი და მიიღოს 900 000 ხმა, ვიყიდი ცხრაასიათას ერთ ხმას, ბერბიჭაშვილიც რომ მყავდეს კანდიდატად”-განაცხადა გვარამიამ გადაცემა “კვირის აქცენტებში”.
2020nevs.ge