ზვიად კუპრავა: ჩემი დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გახარიამ მიიღო

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს საქმეს, არის თუ არა შსს-ს მიერ წუხელ დაკავებული 4 პირი – ლაშა ცუცქირიძე, ზვიად კუპრავა, დავით ჭკადუა და გოგალაძე სამართალდამრღვევი.

“ჩემი დაკავება წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა გახარიას მიერ მიღებული”- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავამ განაცხადა.

“ჩემი დაკავება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული.” – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ipress.ge