ზვიად კვაჭანტირაძე – პირადობის მოწმობები, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, მათი ხელისუფლების დროს არის ბაზებიდან ამოღებული.
“ქართული ოცნების“ დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, პირადობის მოწმობები, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, დადასტურებით გარდაცვლილებს ეკუთვნით და ისინი ჯერ კიდევ მათი ხელისუფლების დროსაა ბაზებიდან ამოღებული.
როგორც კვაჭანტირაძე “ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, მორიგი სიცრუე და ტყუილია “ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება ე.წ. ყალბ პირადობებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ გააჟღერა.
“ოპონენტები გარდაცვლილი ადამიანების პირადობებით ცდილობენ, არჩევნების გაყალბების ილუზია შექმნან. “ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგაც აგრძელებს ჩვეულ ტაქტიკას და ხელისუფლებაზე იმის გადმობრალებას, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდნენ. არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის, არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს და იაფფასიანი ტყუილები შეუძლიათ შიდა მოხმარებისთვის დაიტოვონ“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
ipn.ge