„არაფერს ვადასტურებ და არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა იბერიიდან წამოსულებიც არ ვართ ჯერ“ – (ექსკლუზივი)

ტელეკომპანია იბერიის დახურვის შემდეგ გადაცემა „სახალხო კონტროლის“ ბედზე უამრავი ხალხი ალაპარაკდა და ამ ამბით სხვადასხვა მედია სააგენტოებიც დაინტერესდნენ. ამიტომაც TVM NEWS-ის ჟურნალისტი ქალბატონ მადონა კოიძეს დაუკავშირდა და მისგან ექსკლუზივი აიღო. ჩვენ დავინტერესდით სიმართლეს შეესაბამებოდა, თუ არა გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა სახალხო კონტროლი რუსთავი 2-ზე გადადიოდა იმავე ფორმატით, რაც ქალბატონ მადონას ცოტა გაუკვირდა კიდეც.

მადონა კოიძე: „შემოთავაზებები გვაქვს, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ჯერ ვერაფერს გეტყვი. არ ვიცი რას ვიზამთ. იბერიიდან წამოსულებიც არ ვართ,

არაფერს ვადასტურებ და არაფერს გამოვრიცხავ

ალბათ კვირის ბოლიმდე გადავწყვიტავთ ჩვენს მომავალს. სამივე უნდა შევიკრიბოთ და ყველა წინადადება განვიხილოთ