თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაცალიკაშვილი დღეს ისევ სისხლის დაღვრაზე ალაპარაკდა. ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის მიმდინარეობის დროს ისაუბრა.
სისხლით უნდა გავაცილოთ ადამიანები ვინც ხელისუფლებაში არიან – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სისხლის ღვრასა და ტეორისტული აქტების მოწყობის შესახებ მოწოდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან ახალი არ არის. იგი პირდაპირ დაემუქრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილების ამოწყვეტით, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. მოდულის შენობასთან თავის აფეთქებით.
პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ “ისლამური სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილის მამის განცხადებებს.
საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესმა” მიმართა პროკურატურას გამოეძიებინა ინფორმაცია სკანდალური წერილის შესახებ, რომელშიც იდენტიფიცერებულია კონკრეტული პირი, ვინც სუს-ის უფორისის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მოკვლას ცდილობდა.
Marchalpres.ge