სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ გაიმართება

ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ გაიმართება 

საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ხელისუფლება უკან იხევს.

არსებული ინფორმაციით, პრორუსული სალომე ზურაბიშვილის ე.წ. ინაუგურაცია თბილისში არ გაიმართება. ღონისძიების ადგილად რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ქუთაისი განიხილება.

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ოთხივე პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში ჩატარდა, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამჯერად შეშინებულია.

საქმე ისაა რომ ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს, ოპოზიცია მასშტაბურ მიტინგს აანონსებს.

16 დეკემბერს ოპოზიციის მიტინგი პარლამენტის წინ გაიმართება და ცხადია, შეუძლებელი იქნება, მმართველმა პარტიამ იქვე მდებარე თავისუფლების მოედანზე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია იზეიმოს.

ოპოზიცია, საერთაშორისო ორგანიზაციები, დამკვირვებლები და საზოგადოების დიდი ნაწილი ფაქტებით საუბრობენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ძალადობის შესახებ.

შეიძლება ითქვას რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია საფრთხის წინაშეა. ზურაბიშვილის პრეზიდენტობას არც ოპოზიცია აღიარებს და არც მისი 800 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რადგან ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ამომრჩეველს არჩევანის უფლება წაართვა. ეკა იაშვილი  presa.ge