მთავრობაში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება? – იზორია, მაჭავარიანი და ცქიტიშვილი მინისტრის სავარძლებს ტოვებენ?

მედია სამთავრობო ცვლილებებზე ალაპარაკდა.

“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და თანამდებობა თავდაცვის მინსტრმა ლევან იზორიამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დატოვონ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა იმერეთის მხარეში სახელმწფო რწმუნებულმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას შესაძლო გათავისუფლების ერთ ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში, ავღანეთის უბნებზე დაფიქსირებული შედეგებია, თუმცა იზორიას გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა, მიზეზად კი სამინისტროში არსებული დარღვევები სახელდებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, იარაღის სკანდალის გასაჯაროების შემდეგ სახელისუფლებო გუნდში იზორიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, კვლავ განხილვის თემაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით შეირაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს.

თავდაცვის სამინისტროდან იარაღის გაყიდვის სკანდალამდე იზორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა – საუბარია ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვაზე, ასევე საწვავის.

რაიონის პოლიცის უფროს ჯუმბერ იზორიაა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ნათესავია.

ოპოზიციის ინფორმაციით იზორიას ნათესავებს და ახლობლებს რაიონში ბიზნესის კონტროლი ბრალდება.

არსებული ინფორმაციით, იზორიას თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. ასევე საუბარია ტენდერებზე და შესაძლო თაღლითურ საქმეეზე, რომლითაც პროკურატურა უკვე დაინტერესდა.

როგორც ცნობილია, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია სამინიტროს 5 თანამშრომელი. ასევე იზორიას გადაყენების მიზეზი შესაძლოა,  ჯარში არსებული ვითარება იყოს. ამასთან, არსებობს ინფორმაცია რომ თავდაცვის მინისტრს დაძაბული ურთიერთობა აქვს პრემიერ-მინისტრთან.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა სად მიდიოდა ათი ათასობით ლარი, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული.

ლევან იზორიას მინისტრების პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე.

2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20 პროცენტით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს – არაოფიციალური ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანს თავად სურს პოსტის დატოვება. მის ადგილზე კი შესაძლოა მისივე მოადგილე და 2030-ის ყოფილი ექსპერტი მიხეილ დუნდუა დაინიშნოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება შესაძლოა შეეხოს ინფრასტრუქტურის მინისტრსაც. მიზეზ კი შესაძლოა გახდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაბალი ტემპი და აუთვისებელი თანხები.

მაია ცქიტიშვილის უწყების წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ 815 მილიონია. 10 თვეში 1 ნოემბრის მდგომარეობით, დახარჯულია 855 მილიონი, წლის ბოლომდე კი დასახარჯია 960 მილიონი.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე არაოფიციალურია და ჯერჯერობით, არც ერთი უწყება არ ადასტურებს.

წყარო: “პირველი რადიო”