Presa.ge-ს წყაროს ინფორმაციით, უკვე თითქმის გადაწყვეტილია თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გათავისუფლება.
ივანიშვილის განრისხების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა, რომლის მიხედვითაც ქართული ჯარის დიდმა ნაწილმა მხარი ოპოზიციურ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა. ეს განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა ავღანეთის ქართულ კონტიგენტში ჩატარებულ არჩევნებში, რომლის შედეგებითაც ხმების უმრავლესობა ვაშაძემ მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის მხრიდან საკუთარი მინისტრის ათვალწუნების მიზეზი.
ივანიშვილის განწყობის პარალელურად, იზორიას მიმართ მთელი სახელისუფლო გუნდი და მისი სატელიტი „ოპოზიციაც“, ირმა ინაშვილის პოლიტიკური ძალის ჩათვლით, რადიკალური გახდა. ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას ჯარიდან „აგენტების“ გაყრისაკენ მოუწოდა და აგრესიული განცხადებები გააკეთა.
როგორც ჩანს, ივანიშვილი აპირებს ჯარის განწყობა თავდაცვის მინისტრს მწარედ ანანოს. საამისოდ კი პირველი ნაბიჯი მისი პოსტიდან გადაყენება იქნება.
ჯერჯერობით უცნობია თავად იზორიას პოზიცია. მინისტრს არც არჩევნების შედეგებზე და არც მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, თუ როგორი გაბრაზებულია ივანიშვილი თანამებრძოლზე, ეს ცვლილება სავარუდოდ უახლოეს დღეებში განხორციელდება.
Presa.ge-სთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ იზორიას ნაცვლად იმერეთის გუბერნატორის გენერალ შავლეგო ტაბატაძის დანიშვნა განიხილება