მოთხოვნა არის კონკრეტული – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

„მოთხოვნა არის კონკრეტული – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ არ შეიძლება, ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში დარჩეს,“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტების სპეციალურ ეთერში საუბრისას განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გამართავს, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

სააკაშვილის განცხადებით, ხალხს სჭირდება ზომიერება და სიმშვიდე და არა დესტაბილიზაცია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განმარტებით, ის და გრიგოლ ვაშაძე ერთნაირად ფიქრობენ და ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქართულმა ოცნებამ გააყალბა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, რუსულ სტილში არჩევნების იმიტაცია მოხდა. ის არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „არჩევნები მთლიანად მოიპარეს”.

„ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება. ვეთანხმები გია ვაშაძეს, რომ არც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ცნობა არ შეიძლება. ივანიშვილმა სპეციალურად მთელი საარჩევნო კამპანია გვაკომპლექსა, რომ ქუჩაში გამოსვლას აპირებენ, დესტაბილიზაციას აპირებენ იმიტომ, რომ მისი გაყალბების გამო ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ ივანიშვილის თამაშის წესი არ უნდა მივიღოთ. ჩვენ დესტაბილიზაცია კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ზომიერება, სიმშვიდე, კანონის ფარგლებში დარჩენა, გეგმაზომიერი და მწყობრი მოქმედება, მასიური მოქმედება, ღიმილით მოქმედება,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

timer.ge