ვინ არის ელისო კილაძე? ქალი რომელიც პროვოკაციებით თავის დანაშაულს მალავს

ქალბატონი ელისო აქტიურად გვახსენებს თავს სკანდალური განცხადებებით და ხშირად იმდენ ურთიერთ საწინააღმდეგო ფაქტს აქვს ხოლმე მის ბრალდებებში ადგილი, რომ მისი ძნელად დაიჯერება რამე. თუმცა მას სკანდალის აგორება კარგად რომ ეხერხება ეს ფაქტია. დავუშვათ მისი მასალები ნამდვილია მაშინ გამოდის რომ ისიც გარეული იყო ამ სიბინძურეში, არჩევნების წაგების შემდეგ კი პროვოკაციული გამოსვლებით ცდილობს დანაშაული დაფაროს. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ საიდან აქვს ეს მასელები? სად იყო აქამდე? რატომ ვერ ასაბუთებს ამ ისტორიებს? რატომ დაურთო თავის გამოსვლას პატიმრების წამების ფაქტზე ყალბი ფოტო? არც აუდიო ჩანაწერებში არ იყო არაფერი მაკომპრომატირებელი. რას ემსახურება ეს ყოველივე,

ძალიან დიდი სიბინძურეა სხვის უბედურებაზე პიარის გაკეთება.

იქნებ ჩვენს ჩრდილოეთელ მეზობლებს ეხმარება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობით? გაჩნდა მოსაზრებები, რომ იგი განაწყენებულია ქართულ ოცნებაზე პირადი მიზეზების გამო, შეიძლება ვივარაუდოთ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ფინანსებს უკავშირდებოდეს, იქნებ ამ მასალების სარფიანად გაყიდვას ცდილობდა და უარი მიიღო? არ არის გამორიცხული მისი გამოსვლები პირადი რევანში იყვეს საზოგადოების გასულელების ხარჯზე. კარგი იქნება თუ ცოტა მეტ ობიექტურობას გამოიჩენს და დაუსაბუთებლად პიროვნებების ლანძღვისგან თავს შეიკავებს, იქნებ მის გამოსვლებში არის სიმართლის მარცვალი და მოგვცეს საშუალება ნებაყოფლობით მოვუსმინოთ.

მთავარი

კომენტარები ფეისბუქიდან