რუსეთმა და საქართველომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი „დერეფნები“ გახსნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ პრაქტიკულად, შეთანხმებულია ტვირთების მონიტორინგის დაწყების პროცესი.
კერძოს, განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიწყო 3-თვიანი მოსამზადებელი ტექნიკური პერიოდი, რომლის შემდეგაც შვეიცარიული კომპანია SGS ოფიციალურად შეუდგება ტვირთების მონიტორინგს.

კმაყოფილებით აღვნიშნავთ წინსვლას რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის თაობაზე.

ჩვენ მივიღეთ შვეიცარიული მხარისგან ცნობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ  კომპანია  SGS-ს საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მუშაობის საფასური გადაურიცხა.

რუსულმა მხარემ  თავისი ფინანსური ვალდებულებები ჯერ კიდევ ამა წლის ივნისში შეასრულა.

შესაბამისად, 2018 წლის 30 ნოემბერს დაიწყო 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგაც შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები დაიწყებენ ტვირთების მონიტორინგს 3 რუსულ და 3 ქართულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე.

ვიმედოვნებთ, რომ რეგიონული ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება შესრულდება ყოველგვარი შეფერხებების გარეშე,“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
თენგიზ აბლოთეა. comersant.ge