ასტროლოგიის მამა

ნახეთ რას წერს ასტროლოგიის მამა ცაგარელი. ჯერ იყო და არჩევნების წინასწარ შედეგებზე მკითხაობდა. ეგ ისედაც ვიცოდით სალომე რომ გაიმარჯვებდა. ამომრჩეველს რომ გეთქვათ ცაგარელისთვის ზოდიაქო და დაბადების წელი გეტყოდათ თუ ვინ შემოხაზეთ. ვისაც ქრისტიანობაზე აქვს პრეტენზია და თავს ეკლესიურად თვლის რატომ უნდა მოუსმინოს ცაგარელს. ქრისტიანობა ყოველთვის მკაცრად კრძალავდა ასტროლოგიას. შეგიძლიათ მღვდლებს კითხოთ ყველა გიპასუხებთ რომ ცაგარელის საქმიანობას კრძალავს ეკლესია. ნახეთ რას წერს ცაგარელი: (((ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თქმით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან სალომე ზურაბიშვილის პირად ჰოროსკოპზე იმუშავა, გაარკვია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს საგვარეულო წყევლა ჰყავს.
“მე მას ვთხოვ ერთ რამეს, რომელიც მე თავის დროზე ვერ შემისრულა. ჩაიტაროს კვეთებულის ლოცვები. მრავალი წლის წინ, როდესაც ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, მაშინაც ვთხოვე და ვუთხარი, რომ პირადმა ჰოროსკოპმა გვიჩვენა, რომ მას აქვს საგვარეულო წყევლა. დაბინძურებული აურა მას ძალიან უშლის ხელს სამშობლოში კარიერის გაკეთებაში და უამრავ პრობლემებს უქმნის. მე მაშინაც ვუთხარი, რომ ეს არ ნიშნავს, რომ წინ ვერ წავა, მაგრამ ექნება ძალიან დიდი დაბრკოლებები.
მაგრამ თუ ის შვიდჯერ ჩაიტარებს კვეთებულის ლოცვებს, გადასარევი იქნება – მოიხსნის ნეგატიურ ველს და გაანთავისუფლებს სულს ნეგატიური ენერგიებისგან და მაშინ მისი საპრეზიდენტო ასპარეზი, გაცილებით უფრო წარმატებული გახდება და უფრო მეტად შეძლებს თავისი მიზნების განხორციელებას”, – ამბობს ასტროლოგი “2020NEWS”- სთან.
ცაგარელის განმარტებით, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელმა წინაპარმა დაუშვა შეცდომა
http://resonancedaily.com))) და თუ წინაპრული ცოდვა აქვს ადამიანს კვეთებულით არ იკურნება. ამისათვის მარხვაა საჭირო და ლოცვა. კი სალომეს. giorgi frangishvili

კომენტარები ფეისბუქიდან