დღეს, ლეიბორისტული” პარტიის ოფისში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო. „ძალა ერთობაშია“-ს წევრები შალვა ნათელაშვილს შეხვდნენ. ნათელაშვილი იზიარებს ოპოზიციის ულტიმატუმს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების გაყალებაზე საუბრობს და არჩევნების შედეგების გაბათილებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს. ულტიმატუმის ვადა, რომელიც მმართველ გუნდთან აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციებს ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს იწურება.
eurus.ge