CNN – აშშ შავ ზღვაში გემების გასაგზავნად ემზადება

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, აშშ შავ ზღვაში გემების გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ ინფორაცია ჟურნალისტებს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა აცნობა. მათი თქმით, ხომალდების შავი ზღვის აკვატორიაში შესვლა ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციას უკავშირდება.

მათივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება თურქეთის ხელისუფლებას. თუმცა, СNN-ის კიდევ ერთი წყარო ამტკიცებს, რომ გემების შავ ზღვაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, მონტრეს კონვენციის მიხედვით, აშშ-მა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შესვლის შესახებ შეტყობინება ანკარას მათ გაგზავნამდე მინიმუმ 15 დღით ადრე უნდა გაუგზავნოს.

სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროპაში დისლოცირებულ აშშ-ის მეექვსე გლოტში შავ ზღვაში გეგმების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

ავტორი – ლევან ახალაია. 1tv.ge

კომენტარები ფეისბუქიდან