ლევან იზორია ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად საფრანგეთში მიემგზავრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საღამოს საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ფრანგულ მხარესთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება.

როგორც ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ანტისაჰაერო სისტემები საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში პირველი შეიარაღება მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ავტორი – ქეთევან ქარდავა. 1tv.ge

კომენტარები ფეისბუქიდან