საქართველომ 200 ირანელი მოქალაქე გააძევა

საქართველომ, თავისი სახმელეთო და საჰაერო საზღვრებიდან, სხვადასხვა მიზეზებით, 200 ირანელი მოქალაქე გააძევა და უკან, ირანში დააბრუნა, – აცხადებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოსაგან განმარტებებს ითხოვენ. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლი ბაჰრამ ყასემი აცხადებს, რომ “ზოგიერთ დეპორტირებულ მოქალაქეს დოკუმენტები სრულ წესრიგში ჰქონდა, მაგრამ მათ საქართველოში შესვლის ნება მაინც არ დართეს.
ჩვენთვის უცნობია საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები. ჩვენ ვგმობთ ასეთ მოქმედებას და გვსურს ამ საკითხის გასარკვევად ქართულ მხარესთან მოლაპარაკება გავმართოთ“
განსხვავებულ ინფორმაცია ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანი.
“მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს განსხვავებული ინფორმაცია, ბუნებრივია იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია და ბუნებრივია მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომელიც არსებობს” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას.
ირანის საელჩომ თბილისში ასევე ადასტურებს, რომ 2 დეკემბერს ირანის ათეულობით მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.  nevs.net.ge

კომენტარები ფეისბუქიდან