როგორ დგამდა სემენჩენკო “მაიდანს” საქართველოში და რას აკეთებდნენ ამ დროს უკრაინის სპეცსამსახურები? 

“ბლოგერი ალიონა მონოვა, კერძო სამხედრო დაჯგუფება “დონბასის” საქართველოში ჩასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“პოლონეთში არის ასეთი კერძო სტრუქტურა ESA (European Security Academy) – სამხედროების და სპეცრაზმელების მოსამზადებელი ბაზა. ეს ბაზა მსოფლიოში ძალიან ცნობილია, მისი მომსახურებით ბევრი სარგებლობს.
ახლა უფრო საინტერესო იქნება.
პირველ ნოემბერს ESA-ს ბაზას მიხეილ სააკაშვილი ეწვია. ამ დროისთვის იქ უკვე იმყოფებოდა სემიონ სემენჩენკო და რამდენიმე ათეული გარკვეული რეპუტაციის მქონე მოხალისე სამხედროები (არსებული ცნობების თანახმად – 40).
რა მიზნით ვარჯიშობენ იქ ეს “გაჩხიკულები” – საერთოდ სხვა კითხვაა. ვიმედოვნებ, რომ ამით ისინიც დაინტერესდებიან, ვინც, წესით, უნდა ინტერესდებოდეს ასეთი საკითხებით.
სააკაშვილმა სემენჩენკოსთან მოლაპარაკებები აწარმოა და სთხოვა, რომ საქართველოში რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება წაეყვანა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. დაჯგუფების გაგზავნის მიზეზი, როგორც დასახელდა, VIP-პერსონების და უძრავი ობიექტების დაცვა იყო.
30 ნოემბერს რამდენიმე ასეთი ჯგუფი გაიგზავნა საქართველოში (სემენჩენკო, იმ დროისთვის, უფრო ზუსტად, 29 ნოემბრიდან უკვე საქართველოში იმყოფებოდა). საქართველოში ყველა ჯგუფი არ შესულა, რამდენიმეს საზღვარზე დაადეპორტეს, რამდენიმემ კი საზღვრის გადალახვა მაინც მოახერხა.
აქ კი უფრო საინტერესო იწყება.
2 დეკემბერს უკრაინის საელჩოს ცხელ ხაზზე ზარი შევიდა. ვინც ტელეფონზე რეკავდა თავი უკრაინის დეპუტატის სემიონ სემენჩენკოს დამხმარედ და უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს აგენტად წარადგინა. ევგენი შევჩენკოც ცნობილი პიროვნებაა.
მან, ვინც ზარი განახორციელა, საელჩოს ამცნო, რომ უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დაიკარგა და დახმარება ითხოვა. ამის შემდეგ, ელჩმა თავად სემენჩენკოს დაურეკა, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოში იმყოფება და უკრაინის მოქალაქეებიც გაუჩინარდნენ. შემდეგ იყო ხმაური მედიასა და სოციალურ ქსელში”, – წერს ბლოგერი ალიონა მონოვა.
მონოვამ არ ახსენა, რომ ზემოთ დასახელებულმა ევგენი შევჩენკომ გასულ წელს კერძო საწარმო დაარეგისტრირა, სახელად – “Donbas Batalion Corp”
როგორც ჩანს, ეს იმ კერძო სამხედრო დაჯგუფების “გადაფარვაა”, რომელიც, როგორც წესი, უკრაინაში აკრძალულია. და აი, ამ დაჯგუფების წევრები არიან დაჭერილი საქართველოში. სემენჩენკოს “არწივებმა” ადგილზე უკვე დიდი ოდენობით იარაღის ყიდვა მოასწრეს, სწორედ იმ “ბარიგებისგან”, ვისაც საქართველოს სპეცსამსახურები აკონტროლებენ.
და ახლა, ამ არეულობის მონაწილეები, რომლებსაც სათავეში სემენჩენკო უდგას, სავსებით შესაძლებელია დაადანაშაულონ სახელმწიფოებრივი გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. გარდა ამისა, ფაქტობრივად ეს ბრალდება შესაძლოა არამარტო მათ წარედგინოთ, არამედ უკრაინასაც, როგორც სახელმწიფოს. თავად დაფიქრდით – უკრაინის მოქალაქეების ჯგუფი, რომელთაც უკრაინის დეპუტატი ჰყავთ სათავეში, ჩადიან საქართველოში და ყიდულობენ იარაღს იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად, შეცვალონ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და სახელმწიფოში არეულობა მოაწყონ. რუსული პროპაგანდისთვის ეს მართლაც საჩუქარია.
ახლა, საზღვრებს მიღმა, ყველგან განიხილება უკრაინული “ტერორისტული” საქმიანიობა და ბუნებრივია, რომ კვლავ ამოიწია “ქართველი სნაიპერების” თემა, რომლებმაც ვითომდა “მაიდანზე” მომიტინგეები ჩაცხრილეს. საერთოდაც, ძალიან უსიამოვნო ვითარება გამოვიდა უკრაინისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. და აი, აქ ჩნდება კითხვა უკრაინელი სპეცსამსახურების მიმართ:
რატომ არ იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქმის კურსში და რატომ არ აღკვეთეს მომხდარი?
იმიტომ, რომ მამაოების დაშინებით არიან დაკავებულები.
ამ “სპეცსამსახურმა” რატომ არაფერი იცოდა პოლონეთში სამხედროების მომზადების შესახებ? რატომ ვერ აღკვეთა ამ ორმა კანტორამ პროვოკაცია, რომელიც, პირველ რიგში, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს?
კითხვები, რა თქმა უნდა, რიტორიკულია. იმიტომ, რომ ახლა სპეცსამსახურები დაკავებული არიან პეტრო პოროშენკოს რეიტინგის გადარჩენით. ყველა “პროფესიონალის” მცდელობის მიუხედავად, რეიტინგი მაინც “ბეწვზე ჰკიდია”, – წერს ფორუმზე, “ადამიანი არ ითმენს ძალადობას”, სერგეი ნიკონოვი.
kvira.ge

კომენტარები ფეისბუქიდან