აშშ რუსეთს”საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ” ხელშეკრულების შესასრულებლად 60-დღიან ვადას აძლევს

შეერთებული შტატები რუსეთს “საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ” ხელშეკრულების შესასრულებლად 60-დღიან ვადას აძლევს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში, ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მაიკ პომპეოს თქმით, თუკი რუსეთი უახლოეს მომავალში არ დაიწყებს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, ამ ხელშეკრულებას შეერთებული შტატებიც დატოვებს. პრეს-კონფერენციაზე მან რუსეთის აგრესიული ქმედებების არაერთი მაგალითი მოიყვანა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული აგრესია, ქიმიური იარაღის გამოყენება და არჩევნებში ჩარევა. რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების დარღვევაში რუსეთი ნატო-მაც დაადანაშაულა.

“საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების> დარღვევა არ შეიძლება განვიხილოთ მსოფლიოში რუსეთის უკანონონო ქმედებების უფრო დიდი მაგალითებისგან განცალკევებით. რუსეთის სამარცხვინო ქმედებების ჩამონათვალი დიდია: საქართველო, უკრაინა, სირია, არჩევნებში ჩარევა, სკრიპალები და ახლა კერჩის სრუტე. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ დავადგინეთ რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევა. 60 დღეში შეერთებული შტატები შეაჩერებს ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელებას, თუკი რუსეთი არ დაუბრუნდება ხელშეკრულებით პირობების შესრულებას,” – აცხადებს მაიკ პომპეო.
infonevs.ge