ფაშინიანი ალიევს შეხვდა

სანქტ–პეტერბურგში, დსთ–ის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

„მხარეებმა სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მოსაგვარებლად აქტიური მოლაპარაკებების გაგრძელებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, განხილულ იქნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეთა გაცვლის საკითხები“– განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ჰიკმეთ გაჯიევმა.

სომხური მხარე ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ავრცელებს.

ცნობისთვის: ორი ქვეყნის ლიდერების პირველი არაფორმალური შეხვედრა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს დუშანბეში – დსთ–ის სამიტის ფარგლებში ჩატარდა. მაშინ მხარეებმა რიგ ზეპირ შეთანხმებებს მიაღწიეს.
accent.com