ა, არ გინდათ სააკაშვილის ჩამოსვლა? გითხრათ მიზეზი? – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას მიმართავს, მისცეს მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების შანსი და შემდეგ დააკავონ აეროპორტში. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ისაუბრა და დასძინა, რომ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის დაბრუნების ეშინია და არ აწყობს არც მისი ჩამოსვლა და არც დაკავება.

ქართული ოცნება ხომ ხართ ასეთი მამაცები? მიეცით პასპორტი სააკაშვილს, ის ხომ არის მხდალი, თქვენ ხომ ხართ მამაცნი? უშიში ვითარცა უხორცოი – ჩამოვიდეს და დაიჭირეთ აეროპორტში, ა, არ გინდათ სააკაშვილის ჩამოსვლა? გითხრათ მიზეზი? იმიტომ რომ ის გაშლილი “ლიმონკაა” თქვენ ხელში. თქვენ არაფრის დამჭერები არ ხართ, პანიკა იქნება, დაიფანტებით ოთხივე მხრივ. ისე, რომ იცოდეთ თქვენ წინაპრებს თემურ ლენგის არ ეშინოდათ,  რა გულჩუკენები გახდით, მე თქვენ ლომები მგონიხართ”- ირონიულად დასძინა სანიკიძემ.