“ქართული ოცნება” “რაღაც დოზით” უკვე ემზადება არჩეული პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის”

“დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” “რაღაც დოზით” უკვე ემზადება არჩეული პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის”“28 ნოემბერს, როცა გამოცხადდა არჩევნების შედეგები და “ოცნება” ზეიმობდა, ზურაბიშვილი მილოცვებს იღებდა. რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს ძალიან ცივად დაელაპარაკა სალომეა.
ისე შეუბღვირა ამ ქალმა “ოცნების” მაღალჩინოსნების ნაწილს, რომ ივანიშვილთან ძალიან დაახლოებულმა პირმა ვიწრო წრეში თქვა, დროა, იმპიჩმენტისთვის ვემზადოთო… მწარე სიცილითა და ნახევრად ხუმრობით თქვა. ვიწრო წრეს უთხრა, იმპიჩმენტის მექანიზმის ასამუშავებლად უნდა მოვემზადოთ, ეს ქალი როდის რას გამოაგორებს, კაცმა არ იცისო. რაღაც დოზით იმპიჩმენტისთვის მართლაც ემზადებიან. მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, პრეზიდენტის დაფინანსება ძალიან შემცირდა.” განაცხადა ბარამიძემ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში

infonews.ge