მაია ორჯონიკიძე ეჭვობს, რომ ნიკა რურუას გარდაცვალებაში პუტინის ხელი ურევია

მაია ორჯონიკიძეს არ სჯერა, რომ ნიკა რურუა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და  მინიშნებით ვლადიმერ პუტინზე საუბრობს.

“მთელი საღამოა, ვფიქრობ ნიკას “უეცარ” სიკვდილზე,ადამიანის-რომელიც დღეს  მიშასთან შესახვედრად მიფრინავდა ევროპაში… ვიცი,ბევრი ან არ დაიჯერებს-ან იფიქრებს,ახლა ამის დრო არ არისო,მაგრამ არ მჯერა მე ნიკას ბუნებრივი სიკვდილის!!!

არ მჯერა და მომკალით თუ გინდათ! პუტინმა და მისმა აქაურმა მეძავებმა ტერორი დაიწყეს და მით უფრო საზარელი,რომ ის ჩუმია!!! და თუ ახლა ხმა არ ამოვიღეთ-ასე ჩუმად და ცალ-ცალკე ამოგვწყვიტავენ ყველას!

აი რისთვის ითხოვდა გარეწარი ივანიშვილი ერთ წელს!!! სალომე ჯერ არ გაპრეზიდენტებულა და ეს დროს არ კარგავს!!! ერთ წელიწადში საქართველოში ცოცხალი ხმის ამომღები აღარ დარჩება!

კრემლის ხელი ლონდონს მისწვდა როცა დასჭირდა და საქართველოში,რომელიც გატენილია რუსული აგენტურით-მსგავსი დანაშაულის ჩადენა ათასჯერ იოლია! და თან ამით სააკაშვილს აფრთხილებენ-არც გაიფიქრო ჩამოსვლა,იგივე ბედი გელისო!!! რით ვერ გავიგეთ,რომ ალყაში ვართ-გარეწართა ალყაში და დრო აღარა გვაქვს!!! ან იქნებ 9 თვის რაფალიანცის ბავშვი,ეროსი კიწმარიშვილი,შალვა თავთუხაშვილიც და უამრავი სხვა არ გამოუსალმებიათ სიცოცხლისთვის?! ჯერაც არ უკადრიათ,ხო?! ბოლოს და ბოლოს-პოლონეთის პრეზიდენტი და მთელი პოლონური პოლიტ-ელიტა იმსხვერპლა ამ ძალამ!

გაიგეთ ბოლოს და ბოლოს.რომ თეთრი ხელთათმანებით პუტინის მკვლელთან ბრძოლა არ გამოვა-ყოველთვის მოგვიგებს!!! გავიგოთ,რომ მთელი ერი მძეველად ვყავართ აყვანილი ერთ გარეწარს,რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს,რაც ნიშნავს იმას,რომ ხავერდოვანი რევოლუციის გარდა-გზა აღარ გვრჩება-რაც გულისხმობს

მასობრივ და უწყვეტ საპროტესტო აქციებს ქუჩაში!!! სხვანაირად იმ ძვირფას დროს დავკარგავთ,რომელსაც კრემლი და ბიძინა ჩვენს საბოლოდ გასანადგურებლად გამოიყენებს!
მეგობრებო,იცოდეთ-დიდი და ჩუმი ტერორი დაიწყო!!! ახლა პასუხი ჩვენზეა და როგორი იქნება ეს პასუხი-ამაზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის მომავალიც და სიცოცხლეც!!!”– წერს ორჯონიკიძე.

multimedia.ge